საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 19.04.2024, 20:52

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » ავლევი

ავლევი

23:07
სოფელი ავლევი მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, ქარელიდან 22 კილომეტრის მანძილზე.
სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, სასაფლაოზე ეკლესიის ნანგრევებია. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ყოფილა დარბაზული (8,4 X 4,6 მ), ქვიშაქვის უსწორო კვადრებით ნაგები. შემორჩენილია სამხრეთ შესასვლელის წირთხლის, ნახევარწრიული აფსიდის, გლუვი უპილასტრო გრძივი კედლების ნაშთები.

ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში, გზის პირას, ძველ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,8 X 5,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვიშაქვით, შენობის კუთხეები ამოყვანილია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, ხოლო კარ-სარკმლების წირთხლები რუხი ფერის ბაზალტით. მოგვიანებით ჩატარებული შეკეთებისას კედლების ზედა ნაწილები, კამარა და კონქი აღდგენილია აგურით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ფართო ნიშია. ერთი სარკმელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ მარტივ პილასტრს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. შეკეთებისას საბჯენი თაღები აღარ განუახლებიათ და კამარა უშუალოდ გრძივ კედლებზე გადაუყვანიათ, კამარაში და კონქში მცირე ქვევრი-რეზონატორები ჩაუდგამთ.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე გამოსახულია მცირე რელიეფური ჯვარი. ფასადები დასრულებული იყო ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით.
ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია ორსართულიანი, აგურით ნაგები სამრეკლო, რომლის პირველი სართულის კვერცხისებრი ბოლოწაკვეთილი გუმბათოვანი გადახურვა ეყრდნობა ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ ორ ნახევარსვეტს და ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. სამრეკლოს მეორე სართული (სწორკუთხა ბოძებზე დაყრდნობილი, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ღია ფანჩატური) აღმართულია პირველი სართულის კვადრატულ ბაქანზე. ფანჩატურს კვერცხისებრი აზიდული გუმბათი აქვს და გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით.

წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, სასაფლაოზე. სამხრეთ ფასადის წარწერის თანახმად, იგი 1837 წელს ,,ძირითურთ აღმოფხვნილი" ეკლესიის ადგილზე აუშენებია თავად იოვანე როსტომის ძე ამირეჯიბს.
ეკლესია დარბაზელია (10 X 4,9 მ), ნაგებია ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით, წყობა ირეგულარულია. მოგვიანებით შეკეთებისას აგურია ნახმარი. შიგნიდან არქიტრავული, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელი (გაფართოებულია შეკეთების დროს) და სამი მცირე ნიშია. სარკმლის ქვეშ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. დასავლეთის კედელში ვიწრო სარკმელი ამოქოლილია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, კედლები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზედანზე, ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. კიდევ ერთი რელიეფური
ჯვარია დასავლეთ სარკმლის ზემოთ.
 
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 711 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz