საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 22.11.2017, 16:10

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » დასჯა ცოდვისათვის

დასჯა ცოდვისათვის

21:03
(დაბ. 3,8 – 24) საღამო ჟამს სამოთხეში გამოცხადდა ღმერთი. მან, რასაკვირველია, კარგად იცოდა ადამ და ევას შეცოდება. უწინ, რომ შეიტყობდნენ ხოლმე უფლის მოსვლას სამოთხეში, ადამ და ევა სიხარულით ეგებებოდნენ მას. ახლა კი შიშისგან ძაგძაგი დაიწყეს და არ იცოდნენ, სად დაკარგულიყვნენ. დაივიწყეს, რომ ყოვლისმხილავ ღმერთს კაცი ვერსად დაემალება და შეიმალნენ ხეებს შუა. სახიერ ღმერთს უნდოდა, რომ ადამ და ევას მოენანიებინათ. ამიტომ დაუძახა: ადამ, ადამ, სადა ხარ? ადამმა უპასუხა: გავიგონე შენი ხმა, უფალო, შემეშინდა და დავიმალე, რადგანაც ტიტველი ვარ. საიდან გაიგებდი შენს სიტიტვლესა, რომ არ გეჭამა შენ ნაყოფი იმ ერთადერთი ხისა, რომელიც მე შენ აგიკრძალე? ადამს რომ მაშინვე წრფელი გულით ეღიარებინა თავისი ცოდვა, შეენანებინა იგი და შევედრებოდა ღმერთსა მის მიტევებას, ადვილად გადარჩებოდა. მაგრამ მან სინანულის მაგივრად თავის მართლება დაიწყო და თითქმის თვით ღმერთს აბრალებდა თავის ცოდვასა: შენგან მოცემულმა ცოლმა მომცა მოწყვეტილი ხილი და მე იგი მიტომ ვჭამე. მაშინ ღმერთი მიუბრუნდა ევასა და ჰკითხა: რად ჰქმენი შენ ესა? ევამაც მონანიების მაგივრად თავის მართლება დაიწყო: შენგან შექმნილმა გველმა შემაცდინა და მაჭამა აკრძალული ხილი. მაშინ უფალმა უთხრა გველსა: რადგანაც შენ ეს ჰქმენი, იყავ წყეული ნადირთა შორის, მუცელზე ხოხავდე და სჭამდე მიწასა მთელ შენ სიცოცხლეში და ჩამოვაგდებ მტრობასა დედაკაცსა და შენ შუა, შენსა და იმის თესლს შუა; შთამომავალი მისი გაგიჩეხავს შენ თავსა, ხოლო შენ უკბენ მას ქუსლში! ევას კი უბრძანა უფალმა: ვარამსა და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლესა, შვილთა შენთა შობდე წვალებითა და ტანჯვითა; იყო ქმრის მორჩილებაში და იგი უფლობდეს შენზედა. ხოლო ადამს უთხრა: რადგან შენ გაუგონე ცოლსა შენსა და სჭამე ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე, იყოს წყეული წყეული დედამიწა შენის გულისათვის, ნარი და ეკალი მოჰყავდეს შენთვის მას, ოფლითა შენითა სჭამდე პურსა, მანამ არ ჩახვალ მიწაში, საიდანაც ხარ ამოღებული, ვინაიდან შენ მიწა ხარ და მიწად იქცევი. ამის შემდეგ მისცა მათ ტყავის ტანისამოსი და გამორეკა სამოთხიდან, რომლის მცველად დააყენა ქერობინი. იგი ელვარე ხმლით იდგა სამოთხის კარებში, რათა ადამ და ევა არ მისულიყვნენ სიცოცხლის ხესთანა, არ ეჭამათ მისი ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი.
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 291 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript://
სულ პასუხია: 33
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2017
Create a free website with uCoz