საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 16.04.2024, 23:56

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » gabriel episkoposi

gabriel episkoposi

19:00
გორის ეპისკოპოსობის დროს გაბრიელი სინოდის კანტორის წევრიც იყო და შუამთის უდაბნოს წინამძღვრადაც ითვლებოდა. ქორეპისკოპოსს არავითარი უფლება არ გააჩნდა, უფროსი ეპისკოპოსის დაუკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადაადგამდა. ამ კალაპოტში _ წერს მღ. მელიტონი _ დიდი ნიჭი და გაბედულება არის საჭირო, რომ ამ უფერულობაში რაიმე განსხვავება, გამონაკლისი, სიცოცხლე, საქმიანობა შეიტანო და თანაც უვნებელი დარჩე". გაბრიელმა ეგზარხოსისა და საზოგადოების ყურადღება თავისი ქადაგებით მიიქცია.
ჩინებულ ორატორს დაბრკოლებაც ბევრი ეღობებოდა წინ, ეს იყო დროის სული, რეჟიმი და ცენზურა. ხშირად ეგზარხოსი ევსები გაბრიელის აზრებს, მამა მელიტონის სიტყვით რომ ვთქვათ, "უკუღმა გადაატრიალებდა და ისე დაავალებდა თქმას". მაგრამ გაბრიელი ჯიუტობდა და სიტყვას მაინც თავისებურად წარმოთქვამდა...
1860 წლის 2 ივლისს გაბრიელ ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსად აკურთხეს.
ახალმა ეპისკოპოსმა არაჩვეულებრივი შთა­ბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. ღვთისმშობლობას წირვა აღასრულა გელათში. სრულიად სადა და უჩვეულო იყო ახალი მღვდელმთავრის წირვა. კიდევ უფრო უცხო იყო სიტყვა, რომლითაც გაბრიელმა ახალ სამწყსოს მიმართა. დიდი ხანია არ სმენოდა იმერეთს ასეთი სიტყვა. ყველა 


ამბიონს მიაწყდა და სმენად იქცა...
ეპისკოპოს გაბრიელის სამწყსო ეს იყო: "სახე-დაჩეხილი და დასახიჩრებული სნეული, რომელსაც ექიმობა, დიდი დოსტაქრობა სჭირდებოდა გამოსამრთელებლად იმ სნეულებათაგან, რომელნიც უხვად შესძინა საბრალოს უდროობამ, უსამართლო და უწყალო ბედმა, გადაგვარების გზაზე დამყენებელმა ახალმა პირობებმა, უცხო, აუტანელმა სუნმა, რომლითაც დაჰბერა მეცხრამეტე საუკუნემ დასაძენად იმ ჭირისა, რომელიც გვიანდერძა ყეინებისა და ხონთქრების ტლანქ უღლის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნამ" /მღ. მელიტონი/
ამ საზოგადოების გამოსწორებას დიდი შრომა სჭირდებოდა, დიდი მსხვერპლი, რადგან დიდი საქმე უმსხვერპლოდ არ კეთდებოდა. "სად იყო ეს მსხვერპლი, რომელსაც უნდა მოეტანა იმერეთისათვის ახალი დრო, დრო მსუბუქი, დრო ბრწყინვალე, დრო წინსვლისა, დრო ზნეობრივ განახლების დაწყებისა? ეს მსხვერპლი თვით გაბრიელი გახლდათ! იგი ნებსით და გაბედულად აღვიდა იმ სისხლიან ჯვარზე, რომელსაც ურცხვად გაურბოდა ეპისკოპოსი გერმანე გოგოლაშვილი" /მღ. მელიტონი/.
გაბრიელმა დიდი ყურადღება მიაქცია სასწავლებელს. ქუთაისის ოთხკლასიან სასუ­ლიერო სასწავლებელში საშინელი განუკითხაობა სუფევდა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც მღვდლების ობოლ  შვილებს ინახავდნენ. ეპისკოპოს გაბრიელის შეწევნითა და მეცადინეობით მალე ყველაფერი გაუმჯობესდა. როზგებით ცემა მოისპო, კლასებს უფრო სუფთად ინახავდნენ და მასწავლებლებიც ერთგულად ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობებს. გაბრიელ ეპისკოოსი ხშირად ესწრებოდ გაკვეთილებსა და მოსწავლეებს რჩევას ალევდა.
ახალმა ეპისკოპოსმა გამოსცა ბრძანება კრებულებზე ესწავლებინათ ლოცვები, პირჯვრის წერა, დასაქორწინებელთ ჯვრის წერა არ შეეძლოთ, თუ ლოცვები არ ეცოდინებოდათ.
იმდროინდელი საზოგადოების ყველაზე თვალსჩინო და საშიში სენი მექრთამეობა იყო. "გერმანეს დროს _ წერს მღ. მელიტონი _ მღვდელობა ერთ ჯორში, ან ცხენში იყიდებოდა... დიაკონ კვიჟინაძეს გერმანე ეპისკოპოსმა ცხენი სთხოვა, კვიჟინაძემ არ მისცა და უკურთხი დარჩა".
გაბრიელი ყოველთვის სიბრალულითა და ზიზღით უყურებდა მექრთამეებს. ერთხელ ერთმა მღვდელმა მას სავსე ხურჯინი მიართვა, თვითონ კი დახეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა. გაბრიელმა მღვდელს სამი მანეთი გამოუტანა და მწარე ღიმილით უთხრა: "წადი და მეორედ აღარ გაბედო. ეს ფული წაიღე და ფეხსაცმელი იყიდე. შენ თვითონ, რომ არაფერი გქონია, ჩემთან მოგაქვს?!"
გაბრიელს არ დაუტოვებია არცერთი არასასურველი მოვლენა სამწყსოში, რომ არ ებრძოლა მის წინააღმდეგ.
სამღვდელოებაც და საზოგადოებაც დიდად აღვირახსნილი დახვდა გაბრიელს, როგორც იმერეთში, ისე სამეგრელოში. ყველანი უზნეობის მორევში ცურავდნენ, ბეზღობა, გაიძვერობა, ცრუ საჩივარი, ცილის წამება, შური, მტრობა ჩვეუელებრივი მოვლენა იყო.
ასეთ ვითარებაში გაბრიელ ეპისკოპოსის სამართლიანი სიტყვა ყველას ლახვარივით ხვდებოდა გულში და ამით მოძღვარმა ბევრი მტერი შეიძინა, მიუხედავად ამისა, მან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ბოროტებას, უკან დახევა ფიქრადაც არ მოსვლია. თუმცა ისეც ხდებოდა, რომ ნიჭიერი, ფრთხილი და დაკვირვებული მღვდელ­მთავარი იძულებული ხდებოდა უღირსი კან­დიდატისათვის დაეთმო.
დღე ისე არ ჩაივლიდა, რომ რაიმე დიდ უსიამოვნებას არ გადაჰყროდა ეპისკოპოსი. მის ბუნებას არ აკლდა სინაზე, სითბო და სულგრძელობა, მაგრამ როგორც ყველა გურული, ის მეტად ფიცხი ხასიათისა იყო. მის სიფიცხეს ხელს უწყობდა უზნეო საზოგადოება, რომლის მოქცევას ასე გულმოდგინედ ცდილობდა მღვდელმთავარი. ამ ფიცხ კაცში "იბრძვის დიდი ტიტანური სული... ისმენ და ინთქმები სმენაში, გული გიძგერს, შენს თავს აღარ ეკუთვნი და რაღაც დიდ მომენტს განიცდი, დიდ ნეტარებას გრძნობ დამარცხებული ბოროტების ცქერით... აქაა დიდი გაბრიელი, ბუმბერაზი გაბრიელი, რომლის წინ ბევრი ამოღებული ხმალი ჩაგებულა, ბევრი "გმირი" იმერელი გაცრუებულა!" /მღ. მელიტონი/.
დიდმა ილიამ ბრძანა: "ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდა ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვის, რადგანაც არა აქვს-რა ღირსი თქმისა, და ზოგი იმისთანა, რომ სთქმელი ზღვაა და ან უღონოდ ვგრძნობთ თავსამის თვალგადუწვდენელს კიდეებს ერთბამად თვალი გადავაწვდინოთ მთლად და უკლებლივ, ან არ ვიცით, რომელ მხრიდან დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველმხრიდამ დიდებული სანახავია". ასეთ ადამიანებში ილია გაბრიელ ეპისკოპოსს გულისხმობდა, მადლმოსილ მოძღვარს, ვინც თავისი ცხოვრებით მომასწავებელია იმისა, "რომ ქართველ ერს კიდევ სიცოცხლე სწყურია, კიდევ არ დაშრობია ცხოვრების წყარო"...
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 2109 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz