საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 22.11.2017, 16:08

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 7 » † ღირსი შიო მღვიმელი †

† ღირსი შიო მღვიმელი †

23:07
შიო მღვიმელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.

დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა.

VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან „მღვიმელი"), ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება", X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).

ღირსი შიო მღვიმელის
ტროპარი

სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა. 
კონდაკი

ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის. 


ლოცვა ღირსისა მამისა შიოსადმი

ჰოჲ, ყოვლად-ღირსო, ღმერთ-შემოსილო მამაო შიო მღვიმელო, ანგელოსთაებრ მგალობელო, ნათლის-მცემლისაებრ პატივ-ცემულო, ღირსთა შორის გჳრგჳნო, მონოზონთა წინამძღუარო, მამათა პატიოსნებაო, ქრისტიანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო. 

ჰოჲ, ყოვლად სანატრელო ღუთივ-სულიერო მამაო შიო მღვიმელო, ვარსკულავო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგუფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა და განანათლე ღუთივ-დაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამონაზუნო წესნი, განაძლიერენ ღუთის მსახურნი და ყოველნი მართლმდიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე, მამაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაჲთა ყოველნივე შეგჳწყალნეს დიდითა წყალობითა თჳსითა. 

ჰოჲ, ყოვლად-პატიოსანო მამაო წმიდაო შიო მღვიმელო, მზეებრ შარავნდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგჳფარენ თაყუანის-მცემელნი ღუთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გჳჴსნენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისამ არანედ ევედრე ყოვლად-წმიდასა სამებასა, რათა მოგუმადლოს მშვიდობაჲ და სიმრთელე, კაცთმოქალაქეობით სათნოყოფაჲ, მართლმადიდებლობით განბრწყინვებაჲ, ქველის-საქმით განათლებაჲ, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებაჲ, მართალთა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გჳრგჳნოსნებაჲ, და საუკუნო დიდებაჲ და სიხარული, რამეთუ მამასა ჰშუენის დიდება, ძესა მადლობაჲ და სულსა წმიდასა თაყუანისცემაჲ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. 


ყოველივე ჴორციელი ნებაჲ დაუტევე და ღუთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო შიო მღვიმელო, მადლი სათნოებისაჲ ზეცით მოიღე და ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბწყინევდი საღმრთოთა მოქალაქეობითა და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ ღირსო, ვინაცა კადნიერებაჲ გაქუს მამისა მიმართ, ევედრე ყოვლად-სახიერსა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისაგან და ვნებულებისა. 
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 360 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript://
სულ პასუხია: 33
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2017
Create a free website with uCoz