საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 24.04.2024, 22:04

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » იერემია წინასწარ მეტყველი

იერემია წინასწარ მეტყველი

13:16

იერემია ყოველ ღონეს ხმარობდა ცოდვებისაგან დამძიმებული თანამემამულეების მოსალოდნელი ღვთის რისხვისაგან დასახსნელად. 23 წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი, ქადაგებდა იერუსალიმისტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედნებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის.

ბაბილონელთაგან იუდეველთა მომავალი დამონების ნიშნად, ღვთის ბრძანებით იერემია ქედზე ატარებდა ჯერ ხის, შემდეგ კი რკინის უღელს. მისი საშინელი წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა იუდეველმა უხუცესებმა იერემია ბინძურ ჭაში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ნესტისაგან სიკვდილი ემუქრებოდა, ერთ ღვთისმოშიშ საჭურისს - აბიმელექს რომ არ გამოეხსნა.

იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდა: ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია. თავად იერემია გაათავისუფლეს, არჩევანის უფლებაც მისცეს - წასულიყო ბაბილონში, ან სამშობლოში დარჩენილიყო. იერემია ნანგრევებადქცეულ ქალაქში დარჩა, რადგანაც მიაჩნდა, რომ იუდეაში მის ყოფნას მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო ხალხისათვის. გადმოცემით, წინასწარმეტყველმა აღთქმის კიდობანი გადამალა ნაბათის მთის ერთ-ერთ ნაპრალში ისე, რომ იუდეველებს მისი მოძებნა არ შეძლებოდათ. შემდგომ გააკეთეს ახალი კიდობანი, მაგრამ მას ძველის დიდება არ ჰქონდა.

სამშობლოში დარჩენილ იუდეველებს შორის მტრობა ჩამოვარდა. ქალდეველთა მიერ იუდეაში ერისმთავრად დანიშნული ღოთოლია მუხანათურად მოკლა ერთმა იუდეველმა მხედარმა, შემდეგ კი გაექცა შურისმაძიებელთა რისხვას და არონიტელებს შეაფარა თავი. იუდეველთა უმრავლესობა ეგვიპტეში გაიხიზნა. თავად იერემიაც, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგვიპტის ქალაქ ტაფნისში წაიყვანეს. აქ იგი ოთხი წელი ცხოვრობდა და ეგვიპტელების დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შემოჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოჟლეტა, იუდეველებმა წინასწარმეტყველი ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწართქმა ახდა. არსებობს გადმოცემა, რომ 250 წლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა წინასწარმეტყველის ნეშტი ალექსანდრიაში გადაასვენა.

იერემიას ეკუთვნის ძველი აღთქმის წიგნი „გოდება" იერუსალიმის დაქცევის გამო და ეპისტოლე. მისი მოღვაწეობის პერიოდზე საუბარია მეფეთა მეორე (23, 24, 25) ნეშტთა მეორე (36-12) და მაკაბელთა მეორე (2) წიგნებში.

მათეს სახარებაში მითითებულია, რომ იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა ნაწინასწარმეტყველებია იერემიას მიერ:

კატეგორია: ხატები და ფრესკები | ნანახია: 844 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 ლუკა  
0
დიდობაში რა გამოვალ

1 ლუკა  
0
რა გამოვალ დიდობაში

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz