საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 22.11.2017, 16:05

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » ქარელი

ქარელი

23:08
ქალაქი ქარელი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, თბილისის დასავლეთით 90 კილომეტრზე. განსაკუთრებით საყურადღებო ისტორიული ცნობები ქარელის შესახებ არსებობს გვიანდელი ფეოდალური ხანიდან. ქარელი მოხსენიებულია რუისის საეპისკოპოსოს სამწყსოს დავთარში (1715 წელი). XVIII საუკუნეში საციციანოში შედიოდა. ციციშვილებს აქ სამღებროც ჰქონდათ. 1804 წელს კამერული აღწერით ქარელში ციციშვილებს 215 კომლი, 1407 სული ყმა ჰყავდათ.
ქარელი და მისი შემოგარენი ხშირად იყო ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლის არენა. 1775 წელს ახალციხის ფაშამ სულეიმანმა დალაშქრა ქარელი, მაგრამ როგორც კი გაიგო მეფე ერეკლე ლაშქრით მოდისო, აიყარა და უკან გაბრუნდა. 1803 ახალციხის საფაშოდან შემოჭრილმა ლეკებმა ქარელი გაძარცვეს.
ღვთისმშობლის ეკლესია დგას ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. სამშენებლო წარწერის მიხედვით აგებულია 1850 წელს ევსტათის ძის ფანასკერტელ-ციციშვილის დაკვეთით. შეკეთების დროს გადაუხურავთ კრამიტით. ეკლესია დარბაზულია (15,7 X 9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთით და დასავლეთით. ორივე შესასვლელი შიგნიდან და გარედან სწორკუთხოვანია, გადახურულია არქიტრავით. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ფართო თაღოვანი ნიშებია. ჩრდილოეთ ნიშის შიგნით და ქვემოთ, კიდევ თითო პატარა ნიშია. საკურთხეველი შემაღლებულია ორი საფეხურით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კედლის სისქეში, სწორკუთხა სათავსია, რომელსაც გარედან 2 მეტრის სიმაღლეზე თაღოვანი შესასვლელი აქვს. სათავსი ეკლესიის დარბაზთან დაკავშირებული იყო ღიობით (ამოქოლილია). დარბაზის გრძივ კედლებზე თითო წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, მეორე საფეხურს - საბჯენი თაღები, რომელთა ქუსლებთან თაროსებრი კაპიტელებია.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე სამი ნახევარწრიული ნიშია. ნიშებს შორის გამოსახულია ჩაღრმავებული ჯვრები. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ორივე მხარეს, თითო წყვილი პილასტრია. მარჯვნივ, პილასტრებს შორის, სარკმელია, მის ქვემოთ კი ნიში (ამოქოლილია). შესასვლელის მარცხენა მხარეს, პილასტრებს შორის, ზემოთ გამოსახულია ჩაღრმავებული ჯვარი, ქვემოთ შესასვლელია (ამოქოლილია). ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა.
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 285 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript://
სულ პასუხია: 33
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2017
Create a free website with uCoz