საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 22.11.2017, 16:10

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » მთავარეპისკოპოსი სერაფიმე - ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

მთავარეპისკოპოსი სერაფიმე - ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

22:43

თავარეპისკოპოსი სერაფიმე (თამაზ ჯოჯუა) 
დაბ. 15.02.1961. სოხუმი;
1990 - თბილისის სამხატვრო აკადემია;
28.08.1992 - ბერად აღკვეცა;
02.10.1992 - დიაკვნად კურთხევა;
26.11.1992 - მღვდლად კურთხევა;
1994 - ფოკის მონასტრის წინამძღვარი;
20.04.1995 - ეპისკოპოსი;
2000 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა;
2002 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ბაკურიანისა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის რაიონს და მის მიმდებარე ბორჯომის იგივე ძვ.სადგერის ხეობას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - გორისა და სამთავისის და ურბნისისა და რუისის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მარგვეთისა და უბისის და ვანისა და ბაღდათის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, სამხრეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები.

ისტორიული თორის საერისთავო II-IV სს. დაარსდა და სრულად აერთიანებდა მტკვრის ხეობას, რომელსაც XV ს-დან სადგერის ხეობა ეწოდებოდა, XIX ს-დან კი - ბორჯომის ხეობა. ხეობა მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისაგან შედგებოდა. თორის საერისთავო მთათა ბუნებრივ ქვაბულში - ლიხის, ღადოს, ბაკურიანის და თორის - მთებს შორის იყო მოქცეული. შუა-ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშოდ ითვლებოდა და მას თორელთა ფეოდალური საგვარეულო განაგებდა. XII ს. II ნახევრიდან თორელთა ფეოდალური საგვარეულო ფრიად დაწინაურდა და ამ ოჯახის წევრები, როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები) იყვნენ. მათი მმართველობის საერისთავოს საზღვრები ჯავახეთის და სამცხის მნიშვნელოვან ნაწილზეც ვრცელდებოდა. XIII ს-ში მონღოლთაგან ქვეყნის დუმნებად დაყოფისას უკვე მთელი ჯავახეთის გამგებლობა მინდობილი ჰქონდათ თორელებს. მოგვიანებით, თორს სამცხის ათაბაგები, ხოლო XV ს-დან ხეობაში ავალიშვილთა სათავადოს (საავალიშვილო) შექმნის შემდეგ, ეს გვარეულობა მართავდა.

ტრადიცია საერისთავოს გამგებლების, თორელების წარმომავლობას წმინდა ანდრია მოციქულის გაქრისტიანებულ პირველ ქართულ საგვარეულოს - სამძივარებს უკავშირებს. წერილობითი წყაროების და წმინდა საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სოსანგეთში (აწყური), შემოსული, წმინდა მოციქულის ქადაგებისა და აქაური მთავრის, ქვრივი ქალის სამძივარის გარდაცვლილი შვილის სასწაულებრივი აღდგენის შემდეგ, სამძივართა ოჯახი ქრისტიანობაზე მოექცა და პირველი ეკლესიაც მათ მამულში დაარსდა. საქართველოში დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს წმინდა მოციქულმა ეპისკოპოსი დაუდგინა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც დაუტოვა. აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული მრავალი სასწაულის შესახებ გვაუწყებენ საქართველოს ისტორიის უპირველესი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების" თხზულებები. ამდენად, მოციქულებს საქართველოში პირველი სამღვდელმთავრო სამწყსო - აწყურის ეპარქია ისტორიული თორის ტერიტორიაზე დაუარსებიათ. პირველგაქრისტიანებული ქართული ოჯახის მემკვიდრეები კი ამ საერისთავოს ხანგრძლივი დროის მანძილზე მართავდნენ. IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სადგერის ხეობის მოსახლეობაც გაქრისტიანებულა და ამ კუთხეში ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობაც დაიწყო. თუმცა იმდროინდელი საღვთისმსახურო მრავალი შენობა-ნაგებობა დროის მსვლელობისა და მტერთა აურაცხელი შემოსევების გამო განადგურებულა. ამ მხარის უძველეს ტაძართაგან აღსანიშნავია ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ლიკანის, ჩითახევის, ახალდაბი, დაბის ეკლესიები და სხვ.


კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 270 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript://
სულ პასუხია: 33
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2017
Create a free website with uCoz