საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 15.12.2017, 11:13

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » neopite urbnelis cxovreba

neopite urbnelis cxovreba

15:35

ქრისტესთვის თავდადებულ მოღუაწეთაგან განსხვავებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე, რომელიც VI საუკუნის ბოლოს მართავდა ურბნისის ეპარქიას.

           წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი წარმოშობით სპარსელი მხედართმთავარი, სახელად ომარი, სულთან მაჰმედის ლაშქრობაში მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ და იგიც თანამემამულეების მსგავსად, დამბადებლის ნაცვლად დაბადებულს მსახურებდა. შიომღვიმის მონასტერში, სადაც ომარი სავანის ასაღებად მივიდა თავისი რაზმითურთ, ღვთის დიდი განგებით, მან ანგელოზთა კრებული იხილა სულიერი ხედვით შიომღვიმის სავანის თავზე, რომელთა შორის წმ. შიოც იყო: „იხილა სიმრავლეი უხორცოთა მხედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა”. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და მოკრძალებულმა ყოფაქცევამ, თითქოს „ანგელოზნი ჰბრწყინვიდეს ხორცთა შინა”, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე, იგი მივიდა შიომღვიმის მონასტერში, წმიდა ნათელი მიიღო და ბერადაც აღიკვეცა ნეოფიტეს სახელით, რაც „ახალნერგს” ანუ „ახლად მოქცეულს” ნიშნავს. მასთან ერთად ნათელ-იღო მისმა ორმა მონამ, ერთ მათგანს შეერქვა - ქრისტედულოსი (ქრისტეს მონა) და მეორეს - ქრისტეფოროსი (ქრისტეშემოსილი).

         ამ დროიდან მოყოლებული წმ. ნეოფიტემ თავგამოდებით დაიწყო მოსაგრე ცხოვრება და ღვთის მადლიც მოიპოვა, იგი სავანის წინამძღვარიც გახდა და დიდება მისი ანგელოზებრივი ცხოვრებისა მთელს საქართველოს მოედო. ქართლის კათალიკოზმა სამოელ IV-მ (581-591 წწ) თავისთან მოუწოდა მას და ქ. ურბნისის საეპისკოპოსო კათედრაზე დაადგინა მღვდელმთავრად, რომელიც ყველას განაკვირვებდა თავისი სიბრძნითა და შემართებით, ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა გახლდათ: „მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა".

         წარმართებმა და ცეცხლთაყვანისმცემლებმა (მაზდეანებმა), რომელთა ცრუ მოძღვრებასაც გულმოდგინედ აღმოფხვრიდა წმ. ნეოფიტე, მისი დაღუპვა განიზრახეს. ისინი საეპისკოპოსო სამყოფელში ლოცვის დროს შეეჭრნენ წმიდანს, შეიპყრეს და მტანჯველი სიკვდილით მოაკვდინეს - ქვებით ჩაქოლეს, მსგავსად იმისა, როგორადაც ოდეცღაც წმ. პირველმოწამე სტეფანე აღესრულა. წმ. ნეოფიტე ურბნელი სწორედ, რომ წმ. სტეფანეს მსგავს აღსასრულს შესთხოვდა უფალს. წმიდანის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: „უფალო იესო ქრისტე შეივედრე სული ჩემი”. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გაწეული ამაგის და ღვთისთვის თავისშეწირვის გამო ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე წმიდანათ იქნა შერაცხული და ეკლესია მის ხსენებას 10 ნოემბერს (ძვ. სტ. 28 ოქტომბერს) დღესასწაულობს. ეს დღე განდაკუთრებული სიხარულით აღინიშნება სწორედ ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, სადაც იმოღვაწა და სადაც მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა თავზე წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 428 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript://
სულ პასუხია: 33
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2017
Create a free website with uCoz