საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 20.04.2024, 16:52

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » plevis tadzari

plevis tadzari

23:05
სოფელი დიდი ფლევი - მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ხაშურიდან 21 კილომეტრის მანძილზე.

წმ. გიორგის დიდი ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. ეკლესია დარბაზულია (14,6 X 8,7 მ), ნაგებია თლილი კირქვით, ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა (ამოშენებულია). კარები შიგნიდან აგურის თაღებითაა გადახურული, გარედან - კირქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მოზრდილი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. აფსიდის მხრებით დარბაზისგან გამოყოფილი საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია და წინ არდაბაგი ეკვრის. გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ყველა სარკმელს აგურით ამოყვანილი ნახევარწრიული თაღი აქვს. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, დასავლეთით - კუთხის პილასტრები. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.

წმ. გიორგის მცირე ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოზე დიდი ეკლესიის გვერდით, თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია. ეკლესია დარბაზულია (7,4 X 8 მ), აგებულია თლილი კირქვით. ჩრდილოეთით ჰქონდა მინაშენი, რომლის კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელს გადაბმული წყობით უკავშირდებოდა. ამჟამად მინაშენის კამარის მხოლოდ ქუსლია შემორჩენილი. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელი ჩრდილოეთითაა. იგი ადრე მინაშენში გადიოდა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. საკურთხეველი, რომელიც კონქით იყო დასრულებული, დარბაზისგან აფსიდის მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ პატარა თანაბარ სათავსად (კომპარტიმენტად) იყოფა. პილასტრების პირველი საფეხურის თაროსებრ იმპოსტებს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, მეორეს - კამარის საბჯენი თაღი. დასავლეთ კედელზე ორსაფეხურიანი პილასტრებია. ინტერიერი შელესილია. კედლებზე მოხატულობის ფრაგმენტების კვალი ჩანს. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია თლილი ქვების სწორხაზოვანი წყობა.
 
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 677 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz