საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 26.04.2024, 05:42

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » სიონი

სიონი

19:21

http://www.bembi.ge/images/religia_page/eklesia_monastrebi/sioni.jpgსიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე.გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში.მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს. თემურლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. XVII ს-ის დასაწყისში ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1657 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, მაგრამ 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა.
1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. XIII ს-ში ტაძარზე სამხრეთიდან მიშენებული წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი XVII ს-ში საფუძვლიანად განაახლა მთავაერპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. XIX საუკუნის დამდეგისათვის ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს, ხოლო იმავე საუკუნის შუა წლებში ხელახლა მოიხატა რუსი მხატვრის გ. გაგარინის ესკიზების მიხედვით. 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით, ამავე დროს ტაძარს ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმ. ვახტანგ გორგასლის ეგვტერი. სიონის ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის შენობაა. გუმბათი მთლიანად 1710 წელს არის ამოყვანილი. ის გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი საკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია განედლებული ჯვარი და მიჯაწვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს - წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხეველი წმინდანი წიგნით ხელში.ინტერიერის მოხატულობა 1851-55 წლებში არის შესრულებული გრიგოლ გაგარინის მიერ. საყურადღებოა, რომ მასში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს (ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ). საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა 1980-იან წლებში ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით.სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაფულია 550 წლის ახლოს მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშთი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890).
გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი.

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

სამება მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის" პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. ტიპოლოგიურად წმიდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლევები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოდგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას. წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღედითაა შემკული.

იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა (ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. ამას ემეტება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.

 

თბილისის სიონი

სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე.გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში.
მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს. თემურლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. XVII ს-ის დასაწყისში ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1657 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, მაგრამ 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა.
1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. XIII ს-ში ტაძარზე სამხრეთიდან მიშენებული წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი XVII ს-ში საფუძვლიანად განაახლა მთავაერპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. XIX საუკუნის დამდეგისათვის ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს, ხოლო იმავე საუკუნის შუა წლებში ხელახლა მოიხატა რუსი მხატვრის გ. გაგარინის ესკიზების მიხედვით. 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით, ამავე დროს ტაძარს ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმ. ვახტანგ გორგასლის ეგვტერი.სიონის ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის შენობაა. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი.

ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა, თუმცა შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ - სოლარული სიმბოლო, გარდიგარდმო - ფასკუნჯების გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული. გუმბათი მთლიანად 1710 წელს არის ამოყვანილი. ის გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი საკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია განედლებული ჯვარი და მიჯაწვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს - წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხეველი წმინდანი წიგნით ხელში. ინტერიერის მოხატულობა 1851-55 წლებში არის შესრულებული გრიგოლ გაგარინის მიერ. საყურადღებოა, რომ მასში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს (ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ). საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა 1980-იან წლებში ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით. ტაძრიდან ათიოდ მეტრით ჩრდილოეთით დგას აგურის სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც აშენებულია მეფე ალექსანდრე I-ის მიერ 1425 წელს და მთლიანად არის განახლებული XVIII ს-ში. აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დანგრეული შენობა 1939 წელს შეაკეთეს და თავიდან ააგეს ფანჩატური. მეორე სამრეკო - შპილით დავირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ის აშენებულია 1912 წელს და თბილისის არქიტექტურაში კლასიციზმის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშს წარმოადგენს.სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაფულია 550 წლის ახლოს მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშთი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890). გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი.

 

ქაშვეთი

ხუროთმოძღვრული ძეგლი თბილისში. აგებულია 1904-1910 ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა.
XIX საუკუნის მიწურილს ისიც დაზიანდა. ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს.თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული - არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთამხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს.

ჩვენამდე მოღწეული ცნობით, ტაძრის პირველი მოძღვარი იყო დეკანოზი პეტრე მაკარიძე. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფატე აგლაძეს ეკუთვნის. თუმცა ტაძარში უხვადაა ძველი ქართული ხელოვნებისათვის უცხო ეკლექტიკური ხასიათის ელემენტები, მაგრამ მას ბევრი ღირსებაც აქვს. ქაშვეთიკარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 ქაშვეთის ტაძარი მოხატა ლ. გუდიაშვილმა.

 

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე, ქ. მცხეთაში.სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს ”იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა” - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი შენობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი 4 მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით 2 სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი 4 მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.

გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეტ დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.მელქისედეკ კათოლიკოსის სასახლე სასახლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთით. თარიღდება XI საუკუნით. 1963-1964 წლებში ამ მონაკვეთზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები(ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). გადაითხარა 1500 მ2-ზე მეტი ფართობი რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვა. განათხარი ინახება მცხეთის მუზეუმში. ძირითადი ნაგებობა მელქისედეკისეული სასახლეა (38,5 მ; X 18,5 მ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 მ-მდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 მ. მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარი (სიგანე 3,5 მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქვე აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე - საძირკვლის ქვეშ (0,6 მ სიღმეზე) გამოვლინდა რიყი ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა. მელქისედეკის სასახლე რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. პირველად XIV-ე საუკუნეში, როცა მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 მ-ის მოშორებით, მიუშენებიათ კონტრფორსები (1.5-2 მ). სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს. ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული. მესამეჯერ XVII საუკუნეში დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს. შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა.ანტონ II კათოლოკოსის სასახლე სასახლე დგას ტაძრის-ეზოში, გალავნის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში. შენობა ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა. აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. ზედა სართულზე ხუთი ოთახია. გადაკეთებულია და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე. კარიბჭე სვეტიცხოვლის გალავნის დასავლეთის კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. 1964-1965 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები: ნ. ჩუბინიშვილი და ვ. ცინცაძე; მთ. კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი). ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთის ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანისკონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა
სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთის კარიბჭე «ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა»

გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია (პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია.სვეტიცხოვლის გალავანი სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა: «ბრძანებისა მისისა უმაღლესის ირაკლი მეორისა ქართლისა და კახეთის მეფისათა შემოვლებულ იქნა და განახლებული ზღუდე წმიდისა ამით ეკლესიიისა მცხეთისა სიმაგრეების თურთ თავისით და აგრეთვე ეკლესია შიგნით და გარეთ განახლებულ დერეფანი ეკლესიისა ახლად დაწერილი და დახატული მამადმთავრობასა მისა ანტონი მეფისა ძისა მუშაკთა ზედა მდგომელთა წმიდისა ეკლესიისა ჩღპზ ივლისისს კბ. ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული.ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

 

ოშკი

X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში. ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით. ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში.კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). წარწერის ნაწილი, სადაც თარიღია სავარაუდებელი, განადგურებულია. წარწერის თანახმად ტაძარი ადარნასეს სიცოცხლეშივე დამთავრებულა, ხოლო მან კურაპალატობა 958 წელს მიიღo და იგი 961 წელს გარდაიცვალა, მშენებლობის დასასრული სწორედ 958-961 წწ. სავარაუდებელი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი — უცნობი ერისკაცი, რომელმაც საკუთარი რელიეფური გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადის თავბანდის ქვეშ მოათავსა. რელიეფის ქვა დაზიანებულია, შემორჩა მხოლოდ ქვედა ნაწილი — მუხლებს ზევით. ზედ გამოსახულ კაცს ქართული, გრძელ-სახელოებიანი ჩოხა აცვია. ბარელიეფის ორივე მხარეს მცირედ შებღალული წარწერა გვამცნებს შემდეგს:ათსა წელსა აშენებდატაძარი 1036 წელს მოხატულა ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯით, თუმცა ფრესკების ძალიან მცირედია შემორჩენილი და ისიც შებღალული.ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი — მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის, და მასთან ერთად ოშკის, მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნეში იწყება. 1843-1853 წლებში ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა იმოგზაურა ისტორიულ მცირე აზიაში, ძველ სომხეთსა და შავიზღვისპირეთში სომხური ისტორიული მემკვიდრეობის შესაგროვებლად და სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან ერთად გადმოიღო ოშკის, იშხანისა და სხვა ქართული ძეგლების წარწერების ასლებიც. აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. მესამე ექსპედიციის დროს 1917 წ. მან მოინახულა და აღწერა: ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, პარხალი.ოშკის მონასტერი მდებარეობს მაღალი მთის ფერდობზე, მდინარე თორთუმის წყლის (თურქ. „თორთუმ-ჩაი") მარცხენა ნაპირას (მდინარიდან 5 კმ-ის მოშორებით), მდინარის თორთუმის ტბასთან შესართავის სიახლოვეს. მთელი მონასტერი აშენებულია გეგმაში აყირავებული სამკუთხა ფორმის გრძელ ფერდობზე, რომელიც ხევებითაა შემოზღუდული. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი სავარაუდოდ საერო პირთათვის. იგი სამხრეთით, ტაძრის გარეთ დასავლეთის მკლავის გასწვრივ, გრძელდება ასევე მიწისქვეშა საძვალეში, ეს უკანასკნელი კი ალბათ ოშკის ტაძრის გეგმა იმეორებს იშხნის ტაძრის გეგმას, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით და ამასთან უფრო გართულებულია. მისი სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მეტრია (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში ≈36 მ, ხოლო სიმაღლე ≈40 მ. ოშკის გეგმა, მსგავსად იშხნისა, ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი(დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. არსებითად ეს არის ცენტრულგუმბათიანი ტაძრის შერწყმა ერთნავიან ბაზილიკასთან.


რეგისტრაცია

კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 678 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz