საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 26.04.2024, 01:54

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 7 » წმიდა მოციქული იაკობ ალფესი [ქრისტეს 12 მოციქული]

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი [ქრისტეს 12 მოციქული]

23:04
წმიდა მოციქული იაკობი, ძე ალფესი, იყო მათე მახარებლის ღვიძლი ძმა. როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური საზოგადო მსახურების ჟამს უბრალო და კეთილმსახური ადამიანები ამოარჩია მოციქულებად, რათა მათ მთელ ქვეყნიერებაზე, ყველა ხალხისთვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, მაშინ მას ეს იაკობიც (იაკობ ალფესი უნდა განვასხვავოთ იაკობ მოციქულისაგან, რომელიც იყო ძმა იოანე ღვთისმეტყველისა, და ხორციელად უფლის ძმის იაკობისგანაც, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისგან, საღმრთო ლიტურგიის პირველი შემდგენელისაგან, რომელიც განეკუთვნება 70 მოციქულთა რიცხვს) ღირს-ჰყო თავისი მოწაფეობისა და თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხა. სხვებთან ერთად, იაკობიც უფლის უახლოესი მსახური და მისი ყველა საკვირველი საქმის თვითმხილველი გახდა, მისი საღმრთო საიდუმლოთა მქადაგებელი და ერთგული მიმდევარი.

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ იაკობმაც მიიღო სულიწმიდის საღმრთო მადლი, გადმოსული წმიდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით, და იგიც გაემართა წარმართთა შორის ქრისტეს რწმენის დასამკვიდრებლად, რათა ხსნის გზაზე დაეყენებინა აქამდე კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში მყოფი ერები.

თავიდან წმიდა მოციქული იაკონ ალფესი იუდეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულს ახლდა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესში - ამ უძველეს სახელგანთქმულ ქალაქში მდინარე ევფრატზე; აქედან იგი კვლავ იუდეაში დაბრუნდა და ფილისტიმელთა უძველეს ქალაქ ღაზაში და სამხრეთ პალესტინის ქალაქ ელეფთეროპოლში ამკვიდრებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, აგრეთვე მათს მიმდებარე დაბა-სოფლებში. წმიდა იაკობა ალფესი ქრისტეს სხვა მოციქულების მსგავსად აღნთებული იყო საღმრთო მოშურნეობის ცეცხლით და მისით სწვავდა უღმერთოების ღვარძლს, მისით შემუსრავდა კერპთაყვანისმცემელთა საკერპე ბომონებს, აჩანაგებდა მათს ტაძრებს, ანადგურებდა კერპებს. ამასთან, იგიც, საღმრთო ძალის შეწევნით, მრავალრიცხოვან ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდა: კურნავდა სხვადასხვა სნეულებებს, განდევნიდა ადამიანთაგან მზაკვარ სულებს და თავისი ღვთივსულიერი ქადაგებით მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამის გამო, რაკი წმიდა მოციქულმა იაკობმა, ალფეს ძემ, ადამიანთა დიდი სიმრავლე შესძინა ქრისტეს, მან ახალი სახელიც მიიღო და იწოდა ეკლესიისაგან ღვთაებრივ თესლად, რამეთუ ადამიანთა გულებში კეთილი თესლი დათესა - ღვთის სიტყვა, ბევრგან დაამკვიდრა ჭეშმარიტი სარწმუნოება, დააფუძნა ქრისტეს ეკლესია და ააღორძინა კეთილმსახურება. სწორედ ყოველივე ამისთვის ეწოდა მას ეს საკვირველი სახელიც - ღვთაებრივი თესლი.

მრავალი ქვეყანა მოვლო მას ღვთის სიტყვის ქადაგებით, ბევრგან დათესა ზეციური თესლი, ჯეროვანი სამკალიც შეიკრიბა კაცთა მოდგმის ხსნისა და ბოლოს თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ქრისტეს კვალზე დაასრულა: ყოველივეში უფლის მიმბაძველი, ვნებაშიც მას მიემსგავსა, რამეთუ ჯვარზე მიმსჭვალულმა მიაბარა ღმერთს თავისი ნეტარი სული. ეს მოხდა ეგვიპტეში, ზღვისპირა ქალაქ ოსტრაცინში, რომელიც პალესტინას ესაზღვრებოდა.

ასე იქნა შეკრებილი ეს ღვთაებრივი თესლი - წმიდა იაკობ მოციქული ალფესი - ზეციურ ბეღელში, გამომღები ასობით ნაყოფისა. იქ იგიც ყველა სხვა წმიდა მოციქულთან და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად დასტკბება ღმერთის პირისპირ ჭვრეტით და თავისი ლოცვით ჩვენთვისაც ამის მეოხმყოფელია წინაშე უფლისა.
                                                    
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 648 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz