საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:51

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
მთავარი » 2013 » იანვარი » 15 » წმიდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე (III)

წმიდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე (III)

10:11
ტროპარი: წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთ მოქმედნო, კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ. კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხვენით, და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღეჲ დააცხრვეთ, სოფლის მკურნალნო საკვირველებათა მიერ. ახალი სტილით 14 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა უვერცხლონი, ღვიძლი ძმების კოზმასა და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ისინი მცირე აზიაში ცხოვრობდნენ. მართლმორწმუნე დედამ, თეოდოტიამ კი, რომელიც ადრე დაქვრივდა, შვილები ღვთის მცნებების ერთგულებით აღზარდა. ძმები ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საქმეში ღრმად ჩახედული ექიმები გახდნენ. უფალმა რჩეული ძმები აკურთხა, ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანები მკურნალობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, მუდამ ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: “უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოთ მისცემდით” და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ ღებულობდნენ, რისთვისაც ხალხმა მათ უვერცხლონი შეარქვა. წმიდა მკურნალებმა, უფლის შემწეობით მძიმედ დასნეულებული დედაკაცი, პალადიაც განკურნეს. მკურნალებისადმი მადლიერებით აღსავსე ქალმა, მცირეოდენი ძღვენის მირთმევის მიზნით, დამიანეს სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: “მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების – მამის, ძის და სულიწმიდის სახელით”. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვერცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა. კოზმა კი შეწუხდა, ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანე გარდაიცვალა. ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისაგან განკურნებული აქლემი წარსდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოვლგვარი ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშთი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია). ძმები სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. მათ იხსნეს ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად, მცხოვრები ვინმე მალქოზის მეუღლე, რომელიც მარტო იყო სახლში. მოტყუების გზით, მისი დაღუპვა ერთ-ერთმა მზაკვარმა კაცმა განიზრახა. ქალმა გულწრფელი სარწმუნოებით შეჰვედრა უფალს. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. მას შემდეგ, წმიდა უვერცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 843 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz