საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 29.03.2024, 00:58

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » წმინდა სინოდი

წმინდა სინოდი

19:18

ეპარქიის მმართველი რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ანზორ ჩახვაშვილი) 
დაბ. 1936 წ., გურჯაანის რაიონი სოფ. კარდანახში.
1967 წლის 25.12 დან – დიაკონი.
1979 წ. – ბოდბელი ეპისკოპოსი.
1986 – 1996 წწ. – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი 
1989 წ. – მიტროპოლიტი 
1996 წ. – რუსთაველი მიტროპოლიტი 
მისამართი: წმ. ვახტანგ გორგასლის მონასტერი, საქართველო, 3700, რუსთავი. წმ. ნინოს ქ. |[995] 335149370.

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდ.აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზრვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. IV ს. ბოლოს მითრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია "ეკლესიისა საფუძველი”. ვახტანგ გორგასალის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავის საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შედეგად მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებიდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავის და მარნეულის ეპარქია.
1997 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი


კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 596 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz