საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 29.03.2024, 09:26

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 13 » წუღრუღაშენი

წუღრუღაშენი

17:04


წუღრუღაშენის წმიდა გიორგის ხუთშაბათის ჯვრის მამათა მონასტერი მდებარეობს საქართველოს უძველესი ეპარქიის ბოლნისის, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში. და დგას მდინარე ფოლადაურის ხეობის მარჯვენა მხარეს მთის ფერდზე, რომელსაც მემატიანე ვახუშტიბატონიშვილი მოიხსენიებს როგორც ,,მცირე მთა ბოლნისისა.

​წუღრუღაშენი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. იგიჯუარ-გუმბათოვანი ტიპის ძეგლებს მიეკუთვნება. მისი შიდა სივრცე შექმნილია ჯვრის ოთხიმკლავისაგან. ჯვრის მკლავები დასავლეთით და აღმოსავლეთით გრძელია, სამხრეთით დაჩრდილოეთით კი მასზე მოკლე. ჩრდილოეთის მხარეს ეკლესიას აქვს მინაშენი ეგვტერი.

​ეკლესიის მშენებლობისას გამოყენებულია სხვასახვა ზომისა და ფერის თლილიქვები: თბილი მოყვითალო, ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. წუღრუღაშენის ძეგლის გამორჩეული ნაწილია უამრავი მდიდრული ჩუქურთმებით შემკულიუჩვეულოდ გრძელი გუმბათის ყელი, რომელსაც საქართველოს საეკლესიოხუროთმოძღვრებაში ანალოგი არ მოეძებნენა.

​ძეგლი არქეოლოგიურად შესწავლილი არ არის და მის შესახებ ცნობები თითქმის არმოიპოვება. ​ყველაზე უტყუარი ცნობა, რაც კი არსებობს ტაძრის შესახებ, არის თავად ტაძარი დამის კედლებზე ძველი ქართული დამწერლობით _ ასომთავრულით შესრულებული სამიწარწერა. პირველი, ყველაზე უკეთ შემონახული წარწერა, მოთავსებულია ტაძრისდასავლეთის კარის მარჯვნივ მდებარე ერთ დიდ ცისფერ ქვაზე, რომელიც ასე იკითხება:

,,ქ. სახელითა ღმრთისათა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობლისაÁთა, ძლიერებითაწმიდისა გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაÁთა, მეფისა შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისა,მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის ძემან ჰასან დავიწყე შენებაÁ ტაძარსა გუმბადს,მამულსა ჩემსა, უწყებითა და გამოცხადებითა ამისვე მთავარმოწამისა მიერ, სადიდებლად ღმრთისა.

chuch

​მეორე წარწერა მოთავსებულია სამხრეთის კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე და იგიასე იკითხება:

​,,ქ. შეწევნითა ღმერთისაÁთა, და წმიდისა ღმერთის მშობლისაÁთა, ძლიერებითაწმიდისა გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაÁთა, მეფისა შინა დიდისა გიორგისა მიწამანმეფობისა მათისამან, არსენის ძემან ჰასან, დავიწყე შენება ტაძრისა გუნბადს, უწყებითა დაგამოცხადებითა მისივე მთავარ მოწამისა მიერ სადიდებელად და სალოცველად ღმრთივგვირგვინოსანთა მეფეთა მეფისა გიორგისა მადლითა და კაცთმოყუარებითა იესუქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ვინ არის წარწერაში მოხსენიებული ჰასან არსენის ძე, რომელმან თავის მამულში ტაძარსგუმბათი აუშენა წმიდა გიორგის უწყებითა და გამოცხადებით სადიდებლად ღმრთისა,რომელიც თავის თავს სიმდაბლით მიწად მოიხსენიებს, უცნობია, მაგრამ, ჰასან არსენის ძისჯუარცმულისადმი მოტრფიალე ზეცათ-მსწრაფ სულზე ღაღადებს მის მიერ ღმრთისადმიდიდი სიყვარულით, კრძალულებით და გულუხვობით მიძღვნილი ქვაში ნაკვეთიაბელისეული ძღვენი _ წუღრუღაშენი.

რატომ უარყო ხუროთმოძღვარმა ქართული ჯუარ-გუმბათოვანი ტაძრისმშენებ-ლობის საუკუნეების მანძილზე შექმნილი ტრადიცია ანუ როგორ შეიძლება აიხსნასკლასიკური ჯუარ-გუმბათოვანი ტაძრებისაგან განსხვავებით წუღრუღაშენის ტაძრისარაპროპორციული ზომები, ტაძრის შიდა სივრცის მეტნაკლები განათება, მოგვია-ნებითშემოტანილი საყრდენი სვეტები და 12 სარკმლის ნაცვლად, რომელსაც ღრმა სიმბოლურიდატვირთვა აქვს, 10-სარკმლიანი უჩვეულოდ მაღალი ყელის მქონე გუმბათისარაორდინალური შეერთება უკიდურესი აუცილებლობით თუ ორიგინალობით?

ვფიქრობთ, ეს იყო ხუროთმოძღვრის მიერ უკიდურესი აუცილებლობის გამომიღებული გადაწყვეტილება, რადგან მას ჰასან არსენის ძემ დაავალა თავის მამულშიმდგარ ბაზილიკურ ტაძარს, დააშენოს წმიდა გიორგის უწყებითა და გამოცხადებითდავალებული გუმბათი _ კამარა მაღალი, თურქთა ენით მზის დასავალი.

მდინარე ფოლადაურის ხეობაში მრავლად მიმოფენილი V-VI-VII საუკუნეების ბაზილიკურიტაძრები, და თვით წუღრუღაშენის ტაძრის შიდა სივრცის პროპორციები გვაძლევსსაფუძველს დავასკნათ, რომელ თავდაპირველად წუღრუღაშენი ბაზილიკური ფორმისტაძარი იყო. ​ამრიგად, ხუროთმოძღვარს არამარტო გუმბათი უნდა დაეშენებინა ტაძარზე, არამედარქიტექტურული ფორმით _ კერძოდ გუმბათის ყელით, თვალნათლივ უნდა წარმოეჩინაქტიტორის საზრისი _ ზეცათსვლა. ამიტომ ხუროთმოძღვრისათვის არსებითადმნიშნელოვანი გახდა არა ტრადიციული არქიტექტურული პროპორციები, არამედ ქტიტორისსაზრისის არქტიტექტურული ფორმით გამოხატვა და სახელგანთქმული დიდოსტატი მიდისრისკზე, არღვევს ტრადიციებს და შედეგიც სახეზეა.

​გამორჩეული სილამაზის, მაღალი გემოვნებით და უხვი ჩუქურთმებით შემკული,უჩვეულო და მეტად გრძელი ცათაზიდული და ზესკენ სწრაფული გუმბათის ყელიგამოარჩევს წუღრუღაშენის ტაძარს როგორც ქართულ, ისე მსოფლიო საეკლესიოაქიტექტურულ ძეგლებს შორის. ​წარწერაში მოხსენებული მეფეთ-მეფე დიდი გიორგი _ ძეგლისმხატვრულ-ის-ტორიული ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით ვფიქრობთ უდავოდ გიორგიბრწყინ-ვალეა. მონღოლების უღლისა და თარეშისაგან განთავისუფლების შემდეგ XIVსაუ-კუნის I ნახევარში გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს გამშვენდა და შეიმკოწუღ-რუღაშენის ტაძარი ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი მდიდრული ჩუქურთმებით უხვადგამშვენებული გუმბათით.

წუღრუღაშენის ტაძარი ხუთშაბათის წმიდა გიორგის ჯვრის სახელზეა აგებული.მსგავსი სახელის ეკლესიას ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია არ იცნობს. ტაძრისსახელწოდების გააზრებისათვის ვფიქრობთ შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტიც, რომგუმბათის კამარაში ჯუარია გამოსახული. საგულისხმოა აგრეთვე ტაძრის სამხრეთ კედელში,კარის გვერდით არსებული ნიშა, რომლის შემომსაზღვრელ ზედა ქვაზე გამოსახულიარელიეფური ბოლნური ჯვარი და წარწერა. მაგრამ, რას ნიშნავს წმიდა გიორგის ხუთშაბათისჯვარი _ ჯერჯერობით ჩვენთვის დაფარულია.

​ვახუშტი ბატონიშვილი წუღრუღაშენის ეკლესიას მონასტრად მოიხსენიებს: ,,პირისპირამ ეკლესიისა (ლაპარაკია ბოლნისის სიონზე) არს მონასტერი წუღრუ-ღა-შენს, გუმბათიანი,შუენიერნაშენი, შუენიერ ადგილას და აწ უქმ არს.~ ე.ი. XVIII საუკუნეში წუღრუღაშენისმონასტერი მოქმედი არ ყოფილა, მაგრამ როდის და რატომ შეწყდა მონასტერშისიცოცხლე, მემატიანე არაფერს ამბობს. ​300 წლის მანძილზე წუღრუღაშენის დადუმებულ მონასტერში 2007 წლის 23 ნოემბერსბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემის მიერ იკურთხა წმიდა გიორგის ტრაპეზი და იმ დღიდანდაფუძნდა წუღრუღაშენის მამათა მონასტერი, რომელსაც წინამძღრობს სქემ-იღუმენისერაფიმე ჟღენტი. ტაძარს აქვს ჩვენამდე დაუზიანებლად მოღწეული ჩრდილოეთისმინაშენი _ ეგვტერი, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი ცხადად მიანიშნებდა საკურთხევლისარსებობას, ამიტომ 2010 წლის 1 აგვისტოს, სერაფიმ საროველის წმიდა ნაწილთააღმოყვანების დღეს, მეუფე ეფრემის მიერ იგი იკურთხა წმიდა სერაფიმ საროველისსახელზე.

მონასტრის საძმოს შედგენს სამი ბერი, ერთი მორჩილი და მონასტრის სხვა მუდმივიწევრები. მონასტერი ცდილობს ააღორძინოს ტრადიციული სამონასტრო მეურნეობაუწყლობის, სამეურნეო ტექნიკის, კელიების უქონლობისა და მკაცრი კლიმატის პირობებში. ​წმიდა გიორგის ხუთშაბათის ჯვრის შეწევნითა და წმიდა სერაფიმ საროველისზეციური მფარველობით მრავლდება მონასტერი და დღითი-დღე ძლიერდება მონაზვ-ნურიცხოვრება.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 777 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz