საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 26.04.2024, 16:07

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
მთავარი » მასალის არქივი




nikorwmindis tadzris vikipedia

ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.

ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.

1534 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 1396 | ავტორი: ZaZa | დრო: 12.11.2012 | კომენტარები: (0სრულად

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 974 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 912 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად

                                                                      



 სურამის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრი ბაზილიკური ტიპისაა. 2000 წლის დასაწყისში ტაძრის შემოგარენს მიწა შემოეცალა, რის შედეგადაც გამოჩნდა იატაკი, ამბიონი და წმ. ტრაპეზის ქვა ჯვრის გამოსახულებით. ტაძრის აღდგენა დასრულდა 2005 წელს.და გაიხსნა ამავე წლის 17 დეკემბერს.
კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 774 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად


                       

 


               kviracxovlobis tadzari                                         

კვირაცხოვლობის ეკლესია მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით, შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. კომუნისტებს რესტორანი აუშენებიათ, მაგრამ ნიში აქ ყოველთვის არსებობდა, რათა მლოცველებს სანთლები დაენთოთ. უხუცესებს ახსოვთ, როცა ძველი კვირაცხოვლის ტაძარი დაუნგრევიათ და იქ არსებულ ხიდირბეგიშვილების საგვარეულო სასაფლაო მოუსწორებიათ. ისინი იხსენებენ თუ, როგორ ეყარა მიცვალებულთა ძვლები საავტომობილო გზის პირას. მას შემდეგ ღვთის რისხვა არ ცხრებოდა: თითქმის ყოველდღე აქ მოქეიფე, მთვრალი ადამიანების შეხლა-შემოხლა ჩხუბი და გინება იყო, რომელიც ხშირად სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა ხოლმე. საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და აშენდა კვირაცოვლობის ტაძარი, რომელიც სულიერ დარაჯად ადგას სურამს.

1998 წლის 10 სექტემბერს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, იმავე დღეს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ესტუმრა კვირაცხოვლის ტაძარს და პარაკლისი აღავლინა.

კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 785 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად

                                                                                                 

 ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ნანგრევები დათარიღებულია გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზული ყოფილა (7,6X5,3), ნაგები უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. ნანგრევებში შემორჩენილი იყო ტრაპეზის ქვა, რომლის ქვედა ნაწილში ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესია 1997 წ. 26 ივლისს აკურთხა მეუფე იობმა.
კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 1516 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად


                                                                                                    

სამწერისის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი გაიხსნა 1997 წლის 31 ოქტომბერს, მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით. ტაძარი აგებულია  XVI- XVII სს-ში  ძველი ეკლესიის ფუძეზე, დარბაზულია და ნეგებია ნატეხი ქვით.
კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 845 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად





ურბნისი საქართველოს ისტორიის ნაწილია. ქართველ ერს წილად ხვდა უმძიმესი ჯვრის ტარება. ჩვენს ისტორიას ახსოვს დამანგრეველი შემოტევები, უთანასწორო ბრძოლები, მაგრამ ყველა ეპოქაში დედა ეკლესია იყო ქართველი კაცის გადარჩენის და აღდგომის იმედი. საქართველოში ქრისტეს სჯული იყო მებრძოლი, ეროვნული სულის გამომხატველი.

ამ რთულ პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ურბნისს, როგორც საქართველოში ქრისტიანული განთიადის მოწმეს, ხოლო შემდეგ კი ერთგულ მონაწილეს კაცობრიობის უმაღლესი მორალის საფუძველის აღიარებასა და გავრცელებაში.

ურბნისი ქართულ ისტორიულ წყაროებში უძველესი დროიდან იხსენიება. ქრისტეშობამდე ათასწლეულით ადრე აქ წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნნეულ იქნას ქალაქის პირველსახედ. ძვ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ,, ქართლის ცხოვრება" ურბნისის აშენებას მცხეთოსოს შვილს - უფლოსს მიაწერს.

მოციქულთა სწორს და ყოველთა ქართველთა დედად წოდებულ წმიდა ნინოს, მცხეთაში ჩაბრძანებამდე, ურბნიში უქადაგია ქრისტიანული სარწმუნოება, სადაც ოცი დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოუქცევია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. სწორედ ამიტომ უკავშირდება მის სახელს ურბნისის დედათა მონასტერი. მოგვიანებით იმ წმიდა ადგილას, სადაც წმიდა ნინო ცხოვრობდა,სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მორწმუნეებს პატარა ტაძარი აუგიათ, რომელმაც საუკუნეების ქარცეცხლს გაუძლო, მხოლოდ, თხუთმეტი საუკუნის შემდეგ გახდა ,,ბოლშევიკების” სისასტიკის მსხვერპლი. თუმცა სულ რამდენიმე წლის წინ მეცენატმა ურბნისელებმა, ღვთის შეწევნით, ტაძრის საძირკველზე ახალი ტაძარი აღადგინეს.

უდიდესი სიყვარულით იყო გამსჭვალული ურბნისის მიმართ წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი(VII), რომლის სისხლიც ქრისტეს აღსარებისთვის დაიღვარა სოფლის შესასვლელში, სადაც მადლიერმა ურბნისელმა ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით ააგეს პატარა ნიშა, რომელშიც მოთავსებულია ორი ქვის ლოდი, რომელთანაც, გადმოცემის მიხედვით წმიდა ნეოფიტე ჩაქოლეს.

მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, ვახტანგ VI-ის მიერ აშენებულ სამრეკლოში განათავსა წმიდა ნეოფიტე ურბნელის სახელობის ტაძარი. ტაძარში დაბრძანებულია მისი წმიდა ნაწილები.

ურბნისი V საუკუნეში უკვე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრია საქართველოში, სწორედ ამაზე მოწმობს აქ, ამ პერიოდში ტაძრის აგება და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. შეუფასებელია ერთ-ერთი ასურელი მამის, თადეოზ სტეფანწმიდელის (VIს.) ღვაწლი ამ წმიდა მიწაზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული პირველი საკათედრო ტაძრის დაარსება ურბნისის ტერიტორიაზე. რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდ ბაზილიკად ითვლება საქართველოში. ურბნისის სიონი (თავდაპირველად პირველმოწამე სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძარი სიონად იწოდებოდა), სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა, ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის საფუძველძე ტაძრის აგების თარიღი V-VI სს. განისაზღვრა და პროფესორ ნ. შოშიაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ ყველა დანარჩენ ტაძრის წარწერაზე ძველია. ტაძარში იმართებოდა მნიშვნელოვანი თავყრილობები და გადამწყვეტი კრებები, რომელთა შორის დიდების შარავანდედით ბრწყინავს დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული საეკლესიო კრება (1103წ.), რომელიც რუის-ურბნისის ,,სანახებში” ჩატარდა.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შესახებ მიტროპოლოტი იობი აღნიშნავს: ,, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება არ შეიძლება მივაკუთვნოთ რიგით ადგილობრივ კრებათა რიცხვს. იგი იყო საგანგებოდ მოწვეული განსაკუთრებული კრება, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წინაშე მგდარი ბევრი საჭირბოროტო საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის, როგორც მსოფლიო კრებებს ბიზანტიისა და ზოგადად ეკლესიისათვის. კრებას ესწრებოდნენ არა მხოლოდ საქრთველოს ეკლესიის, არამედ უცხოეთში არსებული ქრთული მონასტრების საგანგებოდ მოწვეული თვალსაჩინო წარმომადგენლები, აგრეთვე სასულიერო და საერო-სამეცნიერი ადამიანები... დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარებით თითქმის მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ იგი ჭეშმარიტად იყო ,,მესიის მახვილი", აღჭურვილი სათნო ცოდნით. მან კარგად უწყოდა , რომ ეკლესიისთვის ისევე აუცილიბელი იყო თანადგომა ერის მხრიდან, როგორც პირიქით, - ერი საჭიროებდა ეკლესიის სულიერ მხარდაჭერას და მართლაც, ერისა და ბერის ურთიერთთანდგომა იყო ყოველთვის საქართველოს ძლიერების ქვაკუთხედი.

თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან გზაზე ქართველ ხალხს დიდი სახელმწიფოების გვერდით უხდებოდა ცხოვრება. ამ დიდი ერებისს ურთიერთჭიდილსა და მცირე ერებისადმი მიმართულ დამყრობლურ ბრძოლებს ბევრი დიდი და მცირე ერი შეეწირა და ,, აღიგავა პირისაგან მიწისა", შედარებით მცირერიცხოვანმა ქართველობამ კი დღემდე მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობის უბიწოების დაცვით, რწმენისადმი თავგანწირვით, ღვთისა და ერის სიყვარულით მოაღწია".

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 650 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად


                                                  

ხაშურის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი არის ბაზილიკური ტიპის.

ეკლესია აშენდა 2008 წელს. ამავე წლის 27 ივლისს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა.

კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 664 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად



  გორათის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, იგი შეკეთებულია XIX  საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია, ნაშენია ქვიშაქვითა და რიყის ქვით.

    1999 წლის 9 სექტამბერს მეუფე იობის ლოცა - კურთხევით გაიხსნა ტაძარი და აღდგა წირვა - ლოცვა.

კატეგორია: ეკლესია-მონასტრები | ნანახია: 734 | ავტორი: ZaZa | დრო: 11.11.2012 | კომენტარები: (0სრულად

« 1 2 ... 13 14 15 16 17 18 »

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz