შესვლის ფორმა |
|
|
კატეგორიები |
|
|
კალენდარი |
« სექტემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
| | |
| მთავარი » ეკლესია-მონასტრები
ბეთანია |
სიონი |
სურამის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრი ბაზილიკური ტიპისაა. 2000 წლის დასაწყისში ტაძრის შემოგარენს მიწა შემოეცალა, რის შედეგადაც გამოჩნდა იატაკი, ამბიონი და წმ. ტრაპეზის ქვა ჯვრის გამოსახულებით. ტაძრის აღდგენა დასრულდა 2005 წელს.და გაიხსნა ამავე წლის 17 დეკემბერს. |
kviracxovlobis tadzari კვირაცხოვლობის ეკლესია მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით, შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. კომუნისტებს რესტორანი აუშენებიათ, მაგრამ ნიში აქ ყოველთვის არსებობდა, რათა მლოცველებს სანთლები დაენთოთ. უხუცესებს ახსოვთ, როცა ძველი კვირაცხოვლის ტაძარი დაუნგრევიათ და იქ არსებულ ხიდირბეგიშვილების საგვარეულო სასაფლაო მოუსწორებიათ. ისინი იხსენებენ თუ, როგორ ეყარა მიცვალებულთა ძვლები საავტომობილო გზის პირას. მას შემდეგ ღვთის რისხვა არ ცხრებოდა: თითქმის ყოველდღე აქ მოქეიფე, მთვრალი ადამიანების შეხლა-შემოხლა ჩხუბი და გინება იყო, რომელიც ხშირად სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა ხოლმე. საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და აშენდა კვირაცოვლობის ტაძარი, რომელიც სულიერ დარაჯად ადგას სურამს. 1998 წლის 10 სექტემბერს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, იმავე დღეს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ესტუმრა კვირაცხოვლის ტაძარს და პარაკლისი აღავლინა. |
ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ნანგრევები დათარიღებულია გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზული ყოფილა (7,6X5,3), ნაგები უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. ნანგრევებში შემორჩენილი იყო ტრაპეზის ქვა, რომლის ქვედა ნაწილში ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესია 1997 წ. 26 ივლისს აკურთხა მეუფე იობმა. |
სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი გაიხსნა 1997 წლის 31 ოქტომბერს, მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით. ტაძარი აგებულია XVI- XVII სს-ში ძველი ეკლესიის ფუძეზე, დარბაზულია და ნეგებია ნატეხი ქვით. |
ხაშურის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი არის ბაზილიკური ტიპის. ეკლესია აშენდა 2008 წელს. ამავე წლის 27 ივლისს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა. |
გორათის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, იგი შეკეთებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია, ნაშენია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. 1999 წლის 9 სექტამბერს მეუფე იობის ლოცა - კურთხევით გაიხსნა ტაძარი და აღდგა წირვა - ლოცვა. |
ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი |
იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის კლდეკარის მამათა მონასტერი ერი ეწევა |
|
| |
| | |
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
www.wsa.ge
|