საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 29.03.2024, 17:57

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ელია წინასწარმეტყველი

ელია წინასწარმეტყველი

21:05
(3 მეფ. 16,28 _ 34; 17,1 _ 22; 18,1 _ 45; 19,1 _ 21) 4 მეფ. 2,1 _ 14) ყველაზე ძლიერი და დიდებული წინასწარმეტყველი იყო ელია, შვილი უბრალო კაცისა. იგი ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში. ამ დროს აქა მეფობდა აქაბი, მეტად უსჯულო და გარყვნილი მეფე. მისი ცოლი, ერთი წარმართი მეფის ქალი, ძალიან ცდილობდა თავისი წარმართი სარწმუნოება გაევრცელებინა ისრაელის ხალხში. მან კერპებს აუშენა ერთი დიდი და მშვენიერი საყდარი, დადგა შიგ კერპები, დააყენა ოთხაზედ მომეტებული ქურუმი და გამართა შიგ კერპთმსახურება. ხალხმა დაიწყო აქ სიარული, დაივიწყა სრულიად ჭეშმარიტი ღმერთი, სცემდა თაყვანს კერპებს და ირყვნებოდა. კეთილმორწმუნენი ცოტაღა დარჩნენ იმ სამეფოში; წინასწარმეტყველნი ბევრი აღადგინა უფალმა, რომ ხალხი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ, მაგრამ მეფე და ხალხი მათ არაფერს უგონებდნენ და წარმართი დედოფლის ჩაგონებით აწვალებდნენ, სტანჯავდნენ და ხოცავდნენ. ამ გარყვნილ და უსჯულო დროს წინასწარმეტყველება დაიწყო ელიამ, რომელსაც გულში უტრიალებდა ცეცხლივით მხურვალე სიყვარული ღვთისა და ერისა. იგი ხედავდა, რომ ხალხი გადააბირებული იყო და ამიტომ იფიქრა, რომ მხოლოდ სასტიკ დასჯას შეუძლია მოიყვანოს იგი გონზედ და მოაქციოს ჭეშმარიტ გზაზედ. ამიტომ უცებ გამოეცხადა აქაბსა და უფლის მაგიერ მრისხანედ უთხრა მას: ცხოველ არს უფალი, ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაელისა, რომელსაც მე ვემსახურები! ამიერიდან შეიკვრის ცა და ვეღარ იხილავთ ვეღარც წვიმასა და ვეღარც ნამს ცისასა, ვიდრემდის ჩემი სიტყვა არ გახსის ცასა. წარმოსთქვა ეს მრისხანე სიტყვები, გამობრუნდა მაშინვე უკან და დატოვა აქაბი თავზარდაცემული. ელია გავიდა აქაბის სამეფოდან უდაბნოში და იქ დაბინავდა ერთი მთის ნაკადულთან. აქ უფალმა უბრძანა ყორანს, რომ ეზიდა ელიასათვის საჭმელი ყოველ დილიით და ყოველ საღამოთი. წინასწარმეტყველის მუქარა ასრულდა _ შეიკრა ცა და აღარ ეღირსა მთელ საისრაელოს არც წვიმა და არც ნამი დილისა. საშინელი გვალვისაგან დაშრნენ მდინარენი და ჩამოვარდა შიმშილობა. ბოლოს დაშრა მთის ის ნაკადულიც, რომლიდანაც ელია სვამდა წყალს. მაშინ უფალმა უბრძანა ელიას, რომ იგი წასულიყო უცხო ქვეყანაში, სახელდობრ ქალაქ სარეფათში და იქ ეცხოვრა ერთ ღარიბ ქვრივთან. ელია მაშინვე გაუდგა გზას. როცა ქალაქის ალაყაფის კარებთან მივიდა, ელიამ დაინახა ქვრივი, რომელიც შეშას ჰკრეფდა. ელიამ სთხოვა ქვრივს, რომ წყალი გამოეტანა თავის სახლიდან და დაელევინებინა. ქვრივი წავიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს ელიამ კიდევ მიაძახა: ცოტაოდენი პურიც წამომიღე. ქვრივმა მოიხედა უკან დაუთხრა ელიას: ღმერთია მოწამე, რომ პური სრულიად არა მაქვს, მარტო ერთი მუჭა ფქვილი ამრჩენია საფქვილეში და ერთი ბეწო ერბო ქილაში. აი, ახლა უნდა მოვაგროვო ერთი იღლია შეშა და გამოვაცხო ხმიადი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, მერე კი შიმშილით უნდა დავიხოცნეთ. ელიამ უთხრა ქვრივს: ნუ გეშინიან, წადი, ჯერ ჩემთვის გამოაცხე პატარა ხმიადი და მომიტანე, შენთვის და შენი შვილისათვის გამოცხობას მერეც მოესწრები, ვინაიდან ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: არ მოაკლდეს ფქვილი შენს საფქვილეს და არ გამოილიოს ერბო შენს ქილაში მანამ, სანამ შიმშილობა იყოს საისრაელოში. თუმცა ქვრივი წარმართი იყო, მაგრამ ღვთის კაცის სიტყვები დაიჯერა, მიართვა მას თავისი უკანასკნელი ლუკმა-პური, მიიღო თავის სახლში და ეფერებოდა, როგორც ძვირფას სტუმარს. ამიტომაც უფალმა არ გამოულია ამ კეთილი გულის ქვრივს არც ფქვილი საფქვილეში და არც ერბო ქოთანში მთელი წლის განმავლობაში, სანამ ელია მის სახლში ცხოვრობდა. უფალმა უფრო დიდი მოწყალება მოიღო ამ ქვრივზედ: მას გაუხდა ავად ერთადერთი შვილი და მოუკვდა. ქვრივმა მწარე ცრემლით შესტირა წინასწარმეტყველს და უთხრა: კაცო ღვთისაო, ეტყობა შენთან დამნაშავე ვარ, რომ შვილი ხელიდან გამომეცალა; მითხარ, ცუდი რა დამიშავებია შენთვის?! ელიას შეეცოდა საწყალი ქვრივი, გამოართვა ხელიდან მკვდარი შვილი, შეიტანა თავის ოთახში, დასდო ლოგინზედ და ასე შეევედრა ღმერთსა: უფალო, ნუთუ ამ საწყალ ქვრივსა არ ააცილებ ამ უბედურებას და წაართმევ ერთადერთ შვილსა? უფალო, შეიბრალე ეს უბედური, დედაკაცი და დაუბრუნე სული ამ ბავშვსა! უფალმა შეისმინა ლოცვა თავის წინასწარმეტყველისა და გააცოცხლა მკვდარი ბავშვი. სამ-წელიწად-ნახევარს იდგა საშინელი გვალვა მთელს საისრაელოში. შიმშილმა და წყურვილმა შეაწუხა ხალხი. ამ უბედურებამ და სასტიკმა სასჯელმა მოაგონა მას თავისი ღმერთი და ჩააგდო სინანულში. ხალხმა ამასთან დაიწყო ჩივილი და სამდურავი თავის მეფეზედ, რომელმაც კერპთთაყვანისმცემლობა გაავრცელა თავის სახელმწიფოში და გაარისხა ღმერთი. მაშინ უფალმა უბრძანა უბრძანა ელიას: წადი და უთხარი აქაბსა, რომ ახლა მოვიყვან ქვეყანაზე წვიმას-თქო. გზაზედ წინასწარმეტყველი შეხვდა მეფეს. დაინახა თუ არა აქაბმა ელია, დაუძახა: შენ ხარ, ხალხის გამრყვნელო? სულ შენგან მოგვდის ამდენი ამდენი უბედურება. ელიამ მიუგო: ჩემგან კი არა, შენგან არის ჩავარდნილი ტანჯვაში მთელი ხალხი, შენ დაავიწყე მას მცნებანი ღვთისა, გამოუდექი კერპთაყვანისმცემლობას, გარყვენი ხალხი და გაარისხე მასზე ღმერთი. ბოლოს ელიამ უთხრა აქაბსა: რამდენ ხანს უნდა აცდინო შენი ხალხი წარმართობით. თუ ჩემი ღმერთია ჭეშმარიტი, მას უნდა ემსახუროთ, და თუ უსულო კერპები მიგაჩნია ნამდვილ ღმერთებად, მათგან უნდა მოელოდე შემწეობას და უბედურებისაგან დახსნას. შეჰკრიბე კარმელის მთაზედ ხალხი, მოიყვანე იქ ყველა მღვდელი შენი ცრუ ღმერთებისა, მეც მოვალ იქ და ვნახოთ, ვინ მართალი გამოდგება და ვინ მტყუანი. აქაბს იმედი ჰქონდა, მთელი ხალხის წინ შევარცხვენ ელიასო და ამიტომ სიხარულით დათანხმდა მის სიტყვას, როცა დანიშნულ ადგილას შეგროვდა ხალხი და ქურუმები და მოვიდა თვით მეფეცა, ელიამ უთხრა: გამოვცადოთ და ვნახოთ, რომელი ღმერთია ჭეშმარიტი ღმერთი, ის რომელსაც მე ვემსახურები, თუ ის მთავარი კერპი, რომელსაც თაყვანს სცემთ თქვენ ყველანი? მერე მიუბრუნდა ქურუმებს და უთხრა: თქვენ ბევრნი ხართ, მე კი ერთი ვარ; დავამზადოთ მსხვერპლები და ვილოცოთ. თქვენ შეევედრენით თქვენს კერპებს და მე შევეხვეწები ჩემს უფალს; ვისიც ღმერთმა გაიგონოს ლოცვა და ზეციდან გამოგზავნოს ცეცხლი მსხვერპლის დასაწვავად, იგი ვაღიაროთ ჭეშმარიტ ღმერთად. და მარტო მასა ვცეთ თაყვანი. ხალხმა რომ მოისმინა ელიას სიტყვები, ერთხმად დაიძახა: კარგი, ასე იყოს!; ჯერ წარმართმა ქურუმებმა მოამზადეს მსხვერპლი და მოჰყვნენ თავისი ღმერთების ვედრებას, დიდხანს ილოცეს, უძახეს, ურბინეს გარს შEწირულ მსხვერპლს, იცემდნენ გულში ხელებს, ისერავდნენ დანებით ტანსა და ისისხლიანებდნენ ერთგულების გამოჩენისათვის, მაგრამ ვერას გახდნენ, ვერაფერი პასუხი ვერ მიიღეს თავისი ცრუ ღმერთებისაგან. მერმე შეუდგა მსხვერლის შეწირვას ელია; მან საჩქაროდ გააკეთა სამსხვერპლო თორმეტი ქვისაგან და ზედ დასდო დაკლული ხბო და მსხვერპლზე სამჯერ გადაასხმევინა წყალი, რომ არავის ეფიქრა, იქნება ცეცხლი ქვეშ ჩუმად იყო შედებულიო. ბოლოს დაიჩოქა და ისე შეევედრა ღმერთსა: უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, მოავლინე ზეცით ცეცხლი და აჩვენე ამ ხალხს, რომ მარტო შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი. გაათავა თუ არა ელიამ ლოცვა, უცებ წამოვიდა ზეციდნ ცეცხლი, დაეცა მსხვერლს და დასწვა იგი. მაშინ შეშინებული ხალხი დაემხო პირქვე და დაიძახა: ჭეშმარიტ არს ელიას ღმერთი! ამ სასწაულის შემდეგ ელია ავიდა კარმელის მთის წვერზედ, დაემხო პირქვე და ევედრებოდა ღმერთს, რომ მას მოევლინა წვიმა ქვეყნად. შემდეგ გაგზავნა თავისი მსახური, რომ ზღვაზედ გადაეხედა და შეეტყო, გამოჩნდა ღრუბელი თუ არაო, და შვიდჯერ ზედიზედ ილოცა; ბოლოს გამოჩნდა პაწაწა ღრუბელი, რომელიც ჩქარა გადიდდა, გადაეკრა მთელ ცას, დაეშვა ხშირი წვიმა და გვალვისაგან დამწვარ მიწაზედ და გააცოცხლა მთელი დედამიწა. მაგრამ ხალხმა მალე დაივიწყა ღვთის რისხვაც, თავისი სასჯელიც, ელიას სასწაულმოქმედებენიცა და მიეცა ისევ უწინდელ უსჯულო ცხოვრებას. თვითონ ელიაც მალე გახდა იძულებული, გაქცეულიყო შორს ქვეყანაში ისრაელის სამეფოდან, რადგანაც მას მოსაკლავად სდევდა აქაბი. ხალხის უსჯულოებამ და უსამართლო დევნამ დიდი დარდი ჩაუგდო გულში ელიასა. ამიტომ მან უდაბნოში სთხოვა უფალს სიკვდილი. ამ დროს მას გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და უბრძანა, რომ იგი წასულიყო იმ მთაზედ, რომელზედაც ღმერთი პირველად გამოეცხადა მოსეს. ელია წავიდა და მივიდა ქორების მთასთან. აქ უფლის წინაშე აღიარა თავისი გულის დარდი და ვარამი. უფალმა უბრძანა ელიას, მთის წვერზე ადი და იქ დაუცადე ჩემს გამოცხადებასააო. ელია ავიდა მთაზედ და დადგა. ჯერ მის წინ გამოიქროლა ისეთმა საშინელმა ქარაშოტმა, რომ მთას ჭახაჭუხი დააწყებინა და ზოგან კლდეც მოანგრია; მერე შეიქმნა საშინელი მიწისძვრა; შემდგომ გაჩნდა ცეცხლის ვეებერთელა სვეტი და დაიწყო ჰაერში ტრიალი, კუდიანი ქარივით; ბოლოს ელიამ იგრძნო წყნარი, საამური ნიავი და გაიგონა უფლის ხმა: რად მოსულხარ, აქ ელიავ?; ელიამ უპასუხა: გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ მთელმა ისრაელის ერმა დასტოვა შენი მცნებანი, დაანება თავი შენს თაყვანისცემას, შეუდგა წარმართობას და დახოცა შენი ერთგული წინასწარმეტყველნი, დავრჩი მარტო მე, მაგრამ მეც დამდევენ მოსაკლავად. უფალმა დაამშვიდა ელია შემდეგი სანუგეშო სიტყვებით: ნუ გეშინიან, მეგობარნი კიდევა გყვანან ჩემს ერში, მთელი ხალხი არ არის გარყვნილი, როგორც შენა გგონია, იქ იპოვება შვიდი ათასი კაცი, რომელთაც ჩემთვის ჯერ არ უღალატნიათ და არ მოუდრეკიათ მუხლი კერპთა წინაშე. ბოლოს უფალმა უბრძანა ელიას, რომ იგი წასულიყო თავის ქვეყანაში და წინასწარმეტყველად დაეყენებინა ერთი ისრაელი, სახელად ელისე. თავის ქვეყანაში რომ დაბრუნდა, ელიამ ელისე ნახა მინდორში გუთანზე ხვნის დროს. მიუახლოვდა, მოიხადა თავისი წამოსასხამი და ელისეს გადააგდო მხარზედ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ელისე მან წინასწარმეტყველად აირჩია. ელისემ იმ წამსვე ყველაფერს თავი დაანება და გაჰყვა ელიას. საოცარი სახით დატოვა ელიამ ქვეყანა. მან თავისი უკანასკნელი წუთის მოახლოება იგრძნო მაშინ, როდესაც ელისესთან ერთად მიდიოდა გზაზედ. ელისეს უთხრა: დარჩი აქა, მე უფალი მიბრძანებს, წავიდე წინ. ელისემ შეიტყო, რომ ელიას ამაღლება ზეცას მოახლოებულიყო და ამიტომ უთხრა: არასგზით თავს არ დაგანებებო. სამჯერ გაუმეორა ელიამ თავისი თხოვნა ელისეს, მაგრამ მან სამჯერვე უპასუხა: ღვთის წინაშე გეუბნები, რომ თავს არას გზით არ დაგანებებ. ამ ლაპარაკის დროს მიადგნენ მდინარე იორდანეს. ელიამ მოიხსნა თავის წამოსასხამი, შეკეცა, დაჰკრა მდინარეს და გაჰყო წყალი. ორივე წინასწარმეტყველი დამშრალ მდინარეზედ გავიდნენ. ამ დროს ელიამ უთხრა ელისეს: მთხოვე, რისი მიღებაც ჩემგან გსურს, მანამ უფალი თავისთან ამიტაცებდეს. ელისემ მიუგო: სხვა არა მინდა არა, მომენიჭოს ერთი ორად ის წინასწარმეტყველური ძალა, რომლითაც შენა ხარ სავსე. ძნელ რასმე ითხოვ, _ მიუგო ელიამ, _ მაგრამ მოგენიჭება, თუ დამინახავ, როცა უფალი აღმიტაცებს ზეცას და თუ ვერ დამინახავ, არ გეღირსება მოცემა ნათხოვარისა. როცა ასე ლაპარაკით მიდიოდნენ, უცებ გაჩნდა ცეცხლის ეტლი, ცეცლის ცხენშებმული, მოჰქროდა წინასწარმეტყველთ შუა და გააშორა ისინი ერთმანერთისგან. ელია უცებ მოექცა ამ ამ ცეცხლის ეტლში, წავიდა მაღლა და გაჰქრა ზეცაში. განცვიფრებულმა ელისემ მალე დაჰკარგა თვალიდან ამაღლებული ელია, საშინლად დაღონდა და სთქვა: დაჰკარგა ისრაელის ერმა ეს უკანასკნელი მფარველიცა. და სიმწუხარის ნიშნად პერანგი შემოიფხრიწა. ამ დროს ნუგეშად მას ზეციდან ჩამოუვარდა წინ ელიას მოსასხამი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ელიას წინასწარმეტყველური ნიჭი ელისეზედ გადავიდა. ამაში მალე დარწმუნდა ელისე, როცა იორდანესთან მივიდა და დაჰკრა ელიას წამოსასხამი: წყალი გაიყო და ელისე გავიდა იწითა ნაპირზე
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 939 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz