შესვლის ფორმა |
|
|
კატეგორიები |
|
|
კალენდარი |
« სექტემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
| | |
| მთავარი » ინფორმაციები
მოძრავი
უძრავი (ძვ.სტ. / ახ. სტ.)
|
ხორციელის შაბათი დიდ-მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათები კვირაცხოვლობის (თომას კვირის) სამშაბათი - აღდგომიდან მეორე სამშაბათი სულთმოფენობის შაბათი
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის, კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმულიქრისტიანეთა მიცვალებისათვისსაყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა. ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
gansakutrebuli marxvebi დიდი მარხვა - იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე. პეტრე-პავლობის მარხვა - ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. მარიამობის მარხვა - იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო). შობის (ანუ ფილიპეს) მარხვა - იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. |
ქართვლის მნათობო! უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს
ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ, თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში, ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში. ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით. იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი, სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან, დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან. უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები, ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ, რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ. მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი, ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა, როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო, ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა. შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება, ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი; შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია, დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა, ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა. სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ, ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია; ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია. შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით, და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას... წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით, თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას. ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა, დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით, გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა, ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით, ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს, თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით. |
ურბნისი საქართველოს ისტორიის ნაწილია. ქართველ ერს წილად ხვდა უმძიმესი ჯვრის ტარება. ჩვენს ისტორიას ახსოვს დამანგრეველი შემოტევები, უთანასწორო ბრძოლები, მაგრამ ყველა ეპოქაში დედა ეკლესია იყო ქართველი კაცის გადარჩენის და აღდგომის იმედი. საქართველოში ქრისტეს სჯული იყო მებრძოლი, ეროვნული სულის გამომხატველი. ამ რთულ პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ურბნისს, როგორც საქართველოში ქრისტიანული განთიადის მოწმეს, ხოლო შემდეგ კი ერთგულ მონაწილეს კაცობრიობის უმაღლესი მორალის საფუძველის აღიარებასა და გავრცელებაში. ურბნისი ქართულ ისტორიულ წყაროებში უძველესი დროიდან იხსენიება. ქრისტეშობამდე ათასწლეულით ადრე აქ წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნნეულ იქნას ქალაქის პირველსახედ. ძვ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ,, ქართლის ცხოვრება" ურბნისის აშენებას მცხეთოსოს შვილს - უფლოსს მიაწერს. მოციქულთა სწორს და ყოველთა ქართველთა დედად წოდებულ წმიდა ნინოს, მცხეთაში ჩაბრძანებამდე, ურბნიში უქადაგია ქრისტიანული სარწმუნოება, სადაც ოცი დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი მოუქცევია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. სწორედ ამიტომ უკავშირდება მის სახელს ურბნისის დედათა მონასტერი. მოგვიანებით იმ წმიდა ადგილას, სადაც წმიდა ნინო ცხოვრობდა,სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მორწმუნეებს პატარა ტაძარი აუგიათ, რომელმაც საუკუნეების ქარცეცხლს გაუძლო, მხოლოდ, თხუთმეტი საუკუნის შემდეგ გახდა ,,ბოლშევიკების” სისასტიკის მსხვერპლი. თუმცა სულ რამდენიმე წლის წინ მეცენატმა ურბნისელებმა, ღვთის შეწევნით, ტაძრის საძირკველზე ახალი ტაძარი აღადგინეს. უდიდესი სიყვარულით იყო გამსჭვალული ურბნისის მიმართ წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი(VII), რომლის სისხლიც ქრისტეს აღსარებისთვის დაიღვარა სოფლის შესასვლელში, სადაც მადლიერმა ურბნისელმა ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით ააგეს პატარა ნიშა, რომელშიც მოთავსებულია ორი ქვის ლოდი, რომელთანაც, გადმოცემის მიხედვით წმიდა ნეოფიტე ჩაქოლეს. მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, ვახტანგ VI-ის მიერ აშენებულ სამრეკლოში განათავსა წმიდა ნეოფიტე ურბნელის სახელობის ტაძარი. ტაძარში დაბრძანებულია მისი წმიდა ნაწილები. ურბნისი V საუკუნეში უკვე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრია საქართველოში, სწორედ ამაზე მოწმობს აქ, ამ პერიოდში ტაძრის აგება და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. შეუფასებელია ერთ-ერთი ასურელი მამის, თადეოზ სტეფანწმიდელის (VIს.) ღვაწლი ამ წმიდა მიწაზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული პირველი საკათედრო ტაძრის დაარსება ურბნისის ტერიტორიაზე. რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდ ბაზილიკად ითვლება საქართველოში. ურბნისის სიონი (თავდაპირველად პირველმოწამე სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძარი სიონად იწოდებოდა), სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა, ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის საფუძველძე ტაძრის აგების თარიღი V-VI სს. განისაზღვრა და პროფესორ ნ. შოშიაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ ყველა დანარჩენ ტაძრის წარწერაზე ძველია. ტაძარში იმართებოდა მნიშვნელოვანი თავყრილობები და გადამწყვეტი კრებები, რომელთა შორის დიდების შარავანდედით ბრწყინავს დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული საეკლესიო კრება (1103წ.), რომელიც რუის-ურბნისის ,,სანახებში” ჩატარდა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შესახებ მიტროპოლოტი იობი აღნიშნავს: ,, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება არ შეიძლება მივაკუთვნოთ რიგით ადგილობრივ კრებათა რიცხვს. იგი იყო საგანგებოდ მოწვეული განსაკუთრებული კრება, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წინაშე მგდარი ბევრი საჭირბოროტო საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის, როგორც მსოფლიო კრებებს ბიზანტიისა და ზოგადად ეკლესიისათვის. კრებას ესწრებოდნენ არა მხოლოდ საქრთველოს ეკლესიის, არამედ უცხოეთში არსებული ქრთული მონასტრების საგანგებოდ მოწვეული თვალსაჩინო წარმომადგენლები, აგრეთვე სასულიერო და საერო-სამეცნიერი ადამიანები... დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარებით თითქმის მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ იგი ჭეშმარიტად იყო ,,მესიის მახვილი", აღჭურვილი სათნო ცოდნით. მან კარგად უწყოდა , რომ ეკლესიისთვის ისევე აუცილიბელი იყო თანადგომა ერის მხრიდან, როგორც პირიქით, - ერი საჭიროებდა ეკლესიის სულიერ მხარდაჭერას და მართლაც, ერისა და ბერის ურთიერთთანდგომა იყო ყოველთვის საქართველოს ძლიერების ქვაკუთხედი. თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან გზაზე ქართველ ხალხს დიდი სახელმწიფოების გვერდით უხდებოდა ცხოვრება. ამ დიდი ერებისს ურთიერთჭიდილსა და მცირე ერებისადმი მიმართულ დამყრობლურ ბრძოლებს ბევრი დიდი და მცირე ერი შეეწირა და ,, აღიგავა პირისაგან მიწისა", შედარებით მცირერიცხოვანმა ქართველობამ კი დღემდე მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობის უბიწოების დაცვით, რწმენისადმი თავგანწირვით, ღვთისა და ერის სიყვარულით მოაღწია". |
gabriel episkoposis cxovreba |
neopite urbelis cxovreba
|
urbnisisa da ruisis dedebi
|
|
| |
| | |
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
www.wsa.ge
|