საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 19.04.2024, 06:06

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ქრისტიანობის შემოსვლა ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში

ქრისტიანობის შემოსვლა ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში

19:23
საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება პირველსავე საუკუნეში დაიწყო. ჯერ ახალ რჯულზე მოექცა კოლხეთი და მესხეთი ხოლო შემდგომში ივერია. საქართველოში ქრისტიანობის საქადებლად იერუსალიმიდან წამოვიდნენ სვიმონ ქანანელი და ანდრია პირველწოდებილი. მათ გაავრცელეს რელიგია კაბადოკიაში. ლაზიკაში, სამეგრელო-აფხაზეთსა და იმერეთ-გურიაში. მათ ხელთ ეპყრათ ღვთიშობლის სასწაულ მოქმედი ხატი, რომლის მეშვეობით კურნავდნენ სნეულ ადამიანებს და ახდენდნენ მრავალ სასწაულს. აურაცხელმა ხალხმა დასტოვა კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული რელიგია იწამა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში გარდაიცვალა და ანაკოფიაში დაკრძალეს. ამ ორი მოციქულის წყალობით ქრისტიანობამ მტკიცედ გაიდგა ფესვები კოლხეთსა და მესხეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო მხოლოდ IV საუკუნეში გაქრისტიანდა.
    ქრისტიანულ თქმულებათა მიხედვით ქართლის გაქრისტიანებაში მთავარი როლი ითამაშა კაბადოკიელმა ქალმა ნინომ, რომელიც შემდგომ ქართველებმა წმინდანად შერაცხეს. მას სიზმარში ღვთიშობელი გამოეცხადა, ვაზისგან დაწნული ჯვარი გადასცა და ივერიაში, ქრისტიანული რელიგიის ქადაგება დაავალა. წმინდა ნინომ მრავალი ტანჯვა გამოიარა და რწმენით აღსავსე ჩამოვიდა მცხეთაში. ეს მოხდა 330 წლის მახლობლად როცა ქართლის ტახტზე იჯდა მირიან მესამე. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. ნინომ შესთხოვა ღმერთს მოეხდინა სასწაული და დაენგრია ავის მომტანი უზარმაზარი ოქროს ქმნილება. იქმნა სასწაული და უეცრად ამოვარდნილმა საშინელმა ავდარმა მიწასთან გაასწორა არმაზის კერპი. ამ სასწაულის შემხედვარე ხალხმა ირწმუნა სიძლიერე ჭეშმარიტი ღმერთის და ქრისტიანულ რელიგიაზე მოექცა. მეფე მირიანმაც სასწაულებრივად იწამა ქრისტეს რჯული. ნადირობისას საშინელმ ავდარმა მოუსწრო მას. დაიჩოქა და თავის კერპს სთხოვა დახმარება, თუმცა ამაოდ. მაშინ დაიწყო ლოცვა ნინოს ღერთისთვის და ზეცაც უმალვე გაიწმინდა. მირიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა პირველი ქრისიანი მეფე–დედოფალი იყვნენ საქართველოს ისტორიაში. მათ მრავალი ეკლესია ააგეს და ხელი შეუწყველ მთელ საქართველოში ქრისტიანული რწენის გამყარებას. მირიანმა და ნინომ მეფის სასახლეში ტაძრის აგება დაიწყეს. ზუსტად იმ ადგილზე სადაც ესვენა ქრისტეს კვართი. აგებულმა სვეტმა მირონის დენა იწყოდა ამის გამო ტაძარს ეწოდა სვეტიცხოველი. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართველმა ხალხმა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 689 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz