საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 29.03.2024, 13:20

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » მეუფე იობი

მეუფე იობი

20:24

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილიდაიბადა 1960წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში,ღვთისმოშიშ ოჯახში, 1977 წელს დაამთავრა სნოსსაშუალო სკოლა.

1978 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოსსასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურფაკულტეტზესტუდენტობის წლებში სიონისსაკათედრო ტაძარში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება.მონაწილეობას იღებდა საკვირაო წირვა-ლოცვაში,იყო სტიქაროსანი.

1982 წ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1984 წ. გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წ. ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მცხეთაში სწავლის პერიოდში სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზოდენციაში.

1988 წ. 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს (წყალკურთხევას) ნათლისღება დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად.

1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად.

1989 წ. ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში.

1989 წ. 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წ. 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. სამწუხაროდ, მონასტერში არასასურველოი პირობების გამო დროებით ისევ დედაქალაქში დაბრუნდა. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარე, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში - წინამძღვრად.

1992 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმიდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში.

1992 წ. 28 დეკემბერს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

1995 წ. გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად..

1996 წ. 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1996 წ. 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსს ხარისხში, ხოლო 2000 წ. 28 ნოემბერს მიტროპოლიტის ხარისხში. არის ლიტურგიკული და სავითიმეტყველკომისიების თავმჯდომარე.

 

კატეგორია: ეპარქიის მმართველი | ნანახია: 888 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz