საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 20.04.2024, 09:18

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » მიტროპოლიტი დანიელი - ცხუმ - აფხაზეთის

მიტროპოლიტი დანიელი - ცხუმ - აფხაზეთის

22:42

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი [დავით დათუაშვილი] 

დაბადებული 1955წ. თბილისი. 
1983-დიაკონი.
1985-მღვდელი.
1991-ბერად აღკვეცა.
1992-ბოდბელი ეპისკოპოსი.
1992-მთავარეპისკოპოსი.
2000-2002 - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
1997-2002 - მისიის და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარე.
2002 - ჭიათურის ეპარქიის მმართველი.
მისამართი: საქართველო, 4005 ლესელიძის ქ. #75. ივანწმინდა [955] 122 22616, 22971. 
თბილისი, საპატრიარქო [995] 32982710. მობ:[955] 99532000.

   ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ისტორიული აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიას მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები-სოხუმი, ოჩამჩირე, გალი, გუდაუთა, გაგრა, დაბა ტყვარჩელი და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის ცენტრალურ ქედს ემთხვევა, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთისა კი – შავი ზღვისპირა ზოლზე მდებარეობს. საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, მოციქულებმა ეს მხარეც მოიარეს და ქრისტიანობა იქადაქეს. ,,ქართლის ცხოვრებისა’’ და წმიდა საეკლესიო ტრადიციის თანახმად, წმიდა მოციქულ სვიმონ კანანელის საფლავი აფხაზეთშია. ქრისტიანობის დევნისას, I-III საუკუნეებში რომის იმპერიიდან აფხაზეთში მრავალი ქრისტიანი გაასახლეს. 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიწვეული იყო ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე.  ეს ფაქტი საქართველოს ზღვისპირეთში ადრიდანვე მტკიცე ქრისტიანული თემების არსებობის მიმანიშნებელია IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ეს მხარე გაქრისტიანდა და აქტიური ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო.

ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, XV-XVI სს-ში აფხაზეთის მიმართულებით ჩრდილო კავკასიელი ტომები გააქტიურდნენ. აფხაზეთში შემოჭრილ ადიღეჩერქეზულ ტომებს დასუსტებული ქართული სამთავროები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. დიდი აგრესიულობით გამორჩეული მომხვდური ტომები დაპყრობილ ტერიტორიებზე ოჯახებით სახლდებოდნენ. XVI-XVII სს-ში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მთიელთა ტომები საქართველოს ისტორიულ კუთხეში – აფხაზეთში დამკვიდრების გამო აფხაზებად იწოდებიან, თუმცა კი თავიდანვე ცნობილი იყო მათი ეთნიკური განსხვავება ძველი აფხაზებისაგან.

დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საკათლიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი 25-მდე აღწევდა. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს იმერეთის სამეფოს სამღვდელმთავროები 4-მდე შემცირდა, ხოლო მოგვიანებით აფხაზეთის საკათალიკოსო ქუთაის-იმერეთის ერთ ეპარქიად ჩამოყალიბდა. 1917 წლის სექტემბერში, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე აღადგინეს აფხაზეთის ეპარქია, რომლის მწყემსმთავარს ცხუმ-ბედიელი ეწოდა.
ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი დანიელი.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 621 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz