საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 21.11.2024, 15:59

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 4 » ნანა დედოფალი

ნანა დედოფალი

14:42

ნანა დედოფალი (დაახ. დ. 285 - გ. 335მცხეთა) - ქართლის (იბერია) დედოფალი, მეფე მირიან III-ის მეუღლე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენება ძვ. სტილით 1 ოქტომბერს, ახ. სტილით 14 ოქტომბერს (მეფე მირიანთან ერთად).

„ცხოვრება ქართუელთა მეფეთას" თანახმად, ნანა იყო "საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი",[1] ხოლო "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს თანახმად, მას დედა სპარსი ჰყოლია . ამ თხზულებაში ნახსენებია ნანას დედის ძმა, "მოგჳ მთავარი სპარსი ხუარა", რომელიც წმინდა ნინომგანკურნა მცხეთაში: "და იყო მთავარი იგი დედის ძმაჲ ნანაჲსი, დედოფლისაჲ".[2]

ქართული საისტორიო ტრადიცია გვამცნობს, რომ ნანამ სამეფო ოჯახიდან პირველმა აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება მას შემდეგ, რაც წმინდა ნინომ იგი უკურნებელი სენისგან განკურნა. ეს მომხდარა ნინოს ქართლში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.).[3]

ნანა დედოფალი იმყოფებოდა ბოდში და შესწრებია წმინდა ნინოს გარდაცვალებას (დაახ. 332 წ.). მირიან მეფის ანდერძის თანახმად, ნანას ქართლის განმანათლებლის საფლავზე ზრუნვა დაევალა: "ხოლო შენ, ნანა, უკუეთუ გეცეს მოცალებაჲ ცხორებისაჲ შემდგომად ჩემსა, განყავ სამეუფოჲ ჩემი ორად და მიიღე სამარხვოსა წმიდისა ნინოჲსსა ჟამთა შეცვალებისათჳს, რაჲთა არა შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი, რამეთუ არა მეფეთა საჯდომი არს, მწირ არს ადგილი იგი".[4]

ნანა დადოფლის განკურნების სასწაულს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მეფესა და ხალხზე და წყაროთა ცნობით, სხვა სასწაულებთან ერთად ხელი შეუწყვია მთელი ქართლის გაქრისტიანებისათვის.

ნანა დედოფალი გარდაიცვალა მირიან მეფის გარდაცვალებიდან მეორე წელს (დაახ. 334 წ.), დაკრძალულია მცხეთაშისამთავროს ტაძარში ("და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო"[5]).

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 992 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz