შესვლის ფორმა |
|
|
კატეგორიები |
|
|
კალენდარი |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » პეტრე მოციქული
პეტრე მოციქული
|
სიმონ-პეტრე (ებრ. שמעון (შჰიმეონ) - "მსმენელი". ბერძნ. Πέτρος (პეტროს) - "კლდე") — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, ასევე ცნობილია, როგორც შიმონ კაიფა, ბარ-იონა. ხსენების დღე - 29 (12.07) ივნისი. წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის. იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში. ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.მას შემდეგ რაც სულიწმინდით შეიმოსნენ მოციქულები, პეტრემ მრავალი მორწმუნე შეჰმატა ახლად დაარსებულ რელიგიას - ქრისტიანობას. აღასრულა მრავალი კურნება, აღადგინა მკვდრები და არათუ ხელები და სიტყვები ჰქონდა სასწაულმოქმედების ძალით შემოსილი, არამედ თვით ჩრდილიც კი კურნავდა მასთან მისულ სნეულებს. ამის შემხედვარე ჰეროდე მეფემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მოაკვლევინა იოანე ღვთისმეტყველის ძმა - იაკობ ალფესი. ესეც არ იკმარა და დააჭერინა თავად პეტრე მოციქულიც, დაადო ორი დიდი ხელბორკილი და საპყრობილეში ჩააგდო. პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას უქადაგებდნენ მხოლოდ იუდეველებს და ისისც მანამდე სანამ ანგელოზი არ გამოეცხადა პეტრეს.
|
კატეგორია: |
ნანახია: 610 |
დაამატა: ZaZa
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
www.wsa.ge
|