საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 29.03.2024, 16:21

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » საქართველოს წმინდა სინოდი

საქართველოს წმინდა სინოდი

22:41

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (შოთა მარგალიტაშვილი). 
დაბ. – 1938 წ., თელავი, ვარდისუბანი.
7.IV. 1982 – მღვდელი 
1983 – ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი.
8.II. 1989 – მთავარეპისკოპოსი 
1991 – გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი.
1993 – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი 
მისამართი: საქართველო, 4600, ქუთაისი, ჯავახიშვილის  II შეს #2 . [995] 231 70105, 60105, 58863, Fax  [995] 33 101028, [995] 32923454, 250313.

ქუთაის-გაენათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მდინარე რიონის ქვემო დინებასა და მდინარე წყალწითელას ხეობას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ქუთაის-გაენათის ეპარქიას დასავლეთიდან ესაზღვრება არგვეთისა და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან – ხონის, ჩრდილოეთიდან – ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან – ვანისა და ბაღდადის ეპარქიები.

ბიბლიური ნოეს შთამომავლის – ეგროსის წილხვდომილ მამულზე, ადრეულ წერილობით წყაროთა დასტურით, არსებული უძველესი სახელმწიფოს შესახებ ძველი ასურელი და ურარტული ლურსმული წარწერები გვაუწყებენ, ხოლო კოლხას სახელმწიფოს შემადგენლობაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია იგულისხმება.

ევროპა აზიის წყალგამყოფი და საერთაშორისო მაგისტრალის ერთი მონაკვეთი – მდ. რიონი – ეპარქიის  ტერიტორიას შუაზე ჰყოფდა. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები სწორედ მდინარე ფაზისთან აკავშირებენ მოციქულთა საქართველოში მიმოსვლის მარშრუტს.

VII ს. დაარსებულა ქუთაისის საეპისკოპოსოც, რომელიც იმჟამად დასავლეთ საქართველოს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ამ მხარეში ქრისტიანული სარწმუნოების მკვეთრ დაწინაურებას VIII ს.-ის 30-იან წლებში შემოსეულ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის რელიგიურ ასპექტში წარმართვა წარმოადგენს.

ეგრის-აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადატანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათალიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის – იმერეთის, გურიის, სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც და კათოლიკოსადაც იწოდებოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსად გაენათელის ან ქუთათელის ხშირი აღზევება სამეფოში მათი სერიოზული მნიშვნელობისა და ერთგულების მიმანიშნებელია.

1819-1820 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი აჯანყების შუაგულში აღმოჩდნენ. რუსმა მოხელეებმა მოხუცი მღვდელმთავრები სახელმწიფოს მტერ "ბუნტოვშიკებად” შერაცხეს და მათ დასაპარიმრებლად, თითქოს დიდ საომარ ოპერაციას ატარებდნენ, დამატებითი შეიარაღებული რაზმები მოითხოვეს.

ნაცემი და ხიშტებით დაჩხვლეტილი მღვდელმთავრები, ტომრებით ცხენებს აკიდებულნი, რუსეთის გზას გაუყენეს... დასუსტებული დოსითეოსი ანანურთან გარდაიცვალა, ექვთიმე კი მიიცვალა "ექსორიობასა შინა...”

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გელათის ეპარქიებიც აღდგა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიას ამჟამად მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი.

კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 652 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz