შესვლის ფორმა |
|
|
კატეგორიები |
|
|
კალენდარი |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » სამოთხე
სამოთხე
|
(დაბ. 2,8 – 17) ადამს და ევას საცხოვრებლად ღმერთმა მოამზადა ერთი უმშვენიერესი ბაღი, რომელსაც ერქვა სამოთხე, შეიყვანა შიგ ისინი და დაასახლა. მთელი სამოთხე სავსე იყო მრავალგვარი ხეხილითა, საამური იყო მათი ცქერა, უფრო კიდევ სასიამოვნო იყო აქ ორი ხე, რომელიც იდგა შიგ შუა სამოთხეში. ერთს ერქვა ხე სიცოცხლისა, მეორეს ხე ცნობისა კეთილისა და ბოროტისა. პირველი ხის ნაყოფს იმისთანა ძალა ჰქონდა, რომ იმის მჭამელი სულ მუდამ ცოცხალი იქნებოდა და სიკვდილი მას ვერ მიეკარებოდა. მეორე ხეზე კი აი რა უბრძანა უფალმა ადამსა: ნება გაქვს სჭამო სამოთხის ყველა ხეხილის ყველა ნაყოფი, მაგრამ ამ ხილის ჭამა კი შენთვის ამიკრძალნია. თუ ჩემ მცნებას შენ დაარღვევ და სჭამ აკრძალულ ხილსა, იმავ დღეს მოკვდები. ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ ადამსა და ევას სამოთხეში. არაფერი არ აკლდათ, ავადმყოფობა იმათ არ იცოდნენ, დარდი იმათ არ ჰქონდათ და მუდამ სიხარულში იყვნენ, გონება მათი გართული იყო ახლად შექმნილი მშვენიერი ქვეყნის შესწავლით, გული მათი იყო სავსე ღვთის, ერთმანერთის და ყოველის ქმნილების სიყვარულით, სინდისი ჰქონდათ წმინდა და უცოდველი. ღმერთს ისინი უყვარდა, როგორც თავისი შვილები და ღმერთსაც ისინი შეჰხაროდნენ, როგორც თავის კეთილ მამასა, უფალი მალიმალ მიდიოდა მათთან სამოთხეში, უმართავდა საუბარსა და ასწავლიდა ყველაფერს, რასაც თავისი გონებით ვერ სწვდებოდნენ. . .მაგრამ საუბედუროდ, ეს ნეტარება დიდ ხანს არ შერჩათ მათ და მერე სრულიად დაჰკარგეს.
|
კატეგორია: ინფორმაციები |
ნანახია: 609 |
დაამატა: ZaZa
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
www.wsa.ge
|