საეკლესიო ვებ გვერდი !
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:17

შესვლის ფორმა
კატეგორიები
ეპარქიის მმართველი
ტაძრები
სამღვდელოება
ეკლესია-მონასტრები
ვიდეოები
ინფორმაციები
ხატები და ფრესკები
მეუფე იობის ფოტო სურათები
საქართველოს პატრიარქი
მრწამსი
წმინდანთა ცხოვრება
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ადამიანი თუ ღვთის კურთხევას ემორჩილება, ყოველთვის წარმატებულია

ადამიანი თუ ღვთის კურთხევას ემორჩილება, ყოველთვის წარმატებულია

17:50

სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)

სახარება ლუკასი, მე–5 თავი, 

1–11 მუხლები


ამჯერადაც საუბარი გვექნება იესო ქრისტეს უსაყვარლეს მოწაფეზე – იაკობზე, რომელიც იყო ზებედეს შვილი და იოანე მახარებელის ძმა. ესენიც, ანდრიას და პეტრეს მსგავსად, ღვთისგან იყვნენ მოწვეულნი და მაშინვე დათანხმდნენ ღვთის მოწვევას, რის შემდეგაც მიატოვეს ზებედე ნავში და გაჰყვნენ მაცხოვარს. მაცხოვარმაც ისე შეიყვარა ისინი, რომ თავისი უსაყვარლესი მოწაფეები უწოდა. იაკობი, ისევე როგორც იოანე, მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე მიეცა თავისი მოძღვრისთვის, რაც დაამტკიცა კიდეც, როცა ამის აუცილებლობა დადგა. ჰეროდე აღრიპამ დანით განგმირა მოციქული იაკობი, როგორც ეს მოთხრობილია მოციქულთა საქმეში (საქ. მოც. 12,2). აი, რა არის მთავარი ჩვენთვის, მისი თავდადება ჭეშმარიტი ღვთისადმი და ჭეშმარიტებისადმი. გადმოცემის თანახმად, იერუსალიმის შემდეგ მისიონერობა გაუგრძელებია ევროპაში, კერძოდ, ესპანეთში და დღემდე ითვლება მოციქული იაკობი ესპანელი ხალხის განმანათლებლად. უამრავი დიდგვაროვანის თუ მდაბიო წარმართის გაქრისტიანება და ჭეშმარიტებისაკენ შემობრუნება უკავშირდება წმიდა იაკობ მოციქულის სახელს, მეთევზე კაცი გადაიქცა სულების, ადამიანების მებადურად, რომელთა რიცხვი შეიძლება მილიონებსაც კი აჭარბებდეს. გვეწეოდეს და მეოხ გვეყოს მოციქული იაკობი, რათა ცოდვათა შენდობა მივიღოთ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. 

1. "და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა". 

იმ დროს, როცა იდგა გენესარეთის ტბის პირას და ხალხი გარს შემოხვეოდა მაცხოვარს, რათა მისი ბაგიდან ღვთის სიტყვა მოესმინათ. 

2. "და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა". 

დაინახა ორი ნავი, რომლებიც მეთევზეებს მოეყენებინათ ტბის ნაპირზე, მეთევზეები კი იქვე ნავებთან ახლოს ბადეებს რეცხავდნენ. ნავები იმდენად პატარები იყო, რომ მათი უყურადღებოდ მიტოვება საშიშიც კი იყო, რადგან პატარა ნიავიც კი ადვილად გაიტაცებდა და გადააბრუნებდა. გადმოცემის თანახმად, გენესარეთის ტბაში 130–მდე ასეთი ნავი დაცურავდა სათევზაოდ. 

იესოს ყურადღება მეთევზეებისადმი ბუნებრივია, ის აფასებს ჩვენს შრომას აფასებს, როცა პატიოსნად, საკუთარი ოფლით მოვიპოვებთ ლუკმაპურს. თვითონ მაცხოვარიც დაბალი, უბრალო ფენის წარმომადგენელი იყო და მოსწონდა მშრომელი ხალხის შრომა–საქმიანობა. უფალს ესმის ყველასი, თუმცა განსაკუთრებით მშრომელ ხალხზე ამყარებს იმედს, რადგან ეკლესიაში სამსახური ყველაზე შედეგიანი არის მაშინ, როცა თავმდაბლობა და უბრალოება არის განმსაზღვრელი. მშრომელ კაცს დრო არ რჩება სიამაყისა და თავხედობისთვის, თუ, რა თქმა უნდა, რომ ეს შრომისმოყვარეობა ღვთის სიყვარულით არის შეზავებული. სწორედ ეს ნახა ყველა მოციქულში უფალმა და ამიტომაც უბრალო მეთევზეებისა და ამნაირების მიერ არის მოქცეული მთელი სამყარო, რაშიც თქვენც დამეთანხმებით. ურიგო არ იქნება, თუ ჩვენც მოციქულებს მივბაძავთ. 

3. "და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სვიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე–რე–დგინებაი მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას". 

მაცხოვარი ავიდა ერთ–ერთ ნავზე, რომელიც ეკუთვნოდა სვიმონს და უთხრა, ნავი კიდევ უფრო ახლოს მიეყვანათ ნაპირთან, რის შემდგომაც ნავიდან დაიწყო ქადაგება ტბასთან შეკრებილი ხალხისთვის. სამწუხაროდ, ქართულად ცუდად ჟღერს სიტყვა "უბრძანა", რაც სულაც არ ნიშნავს ბრძანებას, ვინაიდან ეს სიტყვა ნიშნავს – ჰკითხა. მაცხოვარი არავითარ შემთხვევაში არ უბრძანებდა სხვის საკუთრებაზე, არამედ ის ყოველთვის აფასებს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას, ამიტომაც არის ჩვენ შორის ჰარმონიული ურთიერთობა. ღმერთის და ადამიანის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ არ გვზღუდავს, როგორც შემოქმედი. ნავის მეპატრონეებთან ურთიერთობისას ის გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა ვცეთ პატივი სხვის უფლებებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი შეხედულება განსხვავდება ჩვენგან. ამიტომ სიტყვა "უბრძანა" ნუ შეგვაშინებს, რადგან ნიშნავს – უთხრა, ჰკითხა. 

4. "და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სვიმონს: შეავლინე ღრმად, და სდევით ბადე თქუენი ნადირობად". 

როცა დაასრულა ხალხთან საუბარი, მიუბრუნდა სვიმონს და უთხრა, შედი ღრმად და ისროლე ბადე თევზის დასაჭერად. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ეს შემთხვევა უფრო ჰგავს ბრძანების კილოს, თუმცა საღვთო წერილი აქ იყენებს სიტყვა "ჰრქუა სვიმონს" და არა – უბრძანა სვიმონს, ამ ტონით უთხრა იმიტომ, რომ სხვაგვარად შეიძლება არ დამორჩილებოდა სვიმონი, რაც ჩანს კიდეც ქვემოთ. 

5. "მიუგო სვიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველი დავშუერით და არარაი მოვიღეთ: ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტევოთ ბადე". 

სვიმონი პასუხობს: მოძღვარო, მთელი ღამე ვთევზაობდით წუხელ და ვერფერი დავიჭირეთ, მაგრამ, რადგან თქვენ ამბობთ, კიდევ გავშლით ბადეებს. 

6. "და ესე რაი ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი". 

და მართლაც, მოიქცნენ ისე, როგორც დაავალა მაცხოვარმა და ბადეში მოყვა იმდენი თევზი, რომ ბადე ვეღარ უძლებდა, ირღვეოდა. ამ შემთხვევაში ღვთის კურთხევა წინააღმდეგობაში მოდის თევზაობის სპეციფიკასთან, იმ ლოგიკასთან, რითაც მოქმედებდნენ მეთევზეები, რომ უნდა იყოს ღამე, სიმშვიდე, არ უნდა ცხელოდეს და ა.შ. ამ ლოგიკით ვერ მიაღწიეს შედეგს, ხოლო ღვთის კურთხევით შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. განა იგივე არ მოხდა, როცა მოციქულები, რომელთაც მოაქციეს მთელი კაცობრიობა, არ იყვნენ მაღალი წრის წარმომადგენლები, არც დიდი ცოდნითა და მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ჰქონდათ კურთხევა ღვთისა და შეძლეს ის, რაც ვერ შეძლეს სხვებმა, თუნდაც მანამდე სოკრატემ, პლატონმა ან არისტოტელემ და ასე შემდეგ. 

7. "და წამ–უყოფდეს, რომელნი იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაითა მოვიდნენ და შეეწინენ მათ; და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი". 

ამის შემდეგ აღნიშნეს, რათა მოსულიყო მეორე ნავიც და მოხმარებოდნენ. მოცურდა მეორე ნავიც და იწყეს თევზის გადანაწლება ნავებში. თევზი იმდენი იყო, რომ ნავებზე აღარ ეტეოდა და ნავები თითქმის იძირებოდა. მეორე ნავში, რომელიც მოშორებით იყო, ისხდნენ იაკობი და იოანე მამასთან, ზებედესთან ერთად. ეს არის ის სასარგებლო და ღვთივსათნო კურთხევა და წყალობა, თანამშრომლობა, მეგობრობა ანდრიასი და სვიმონისა იაკობთან და იოანესთან. 

8. "და ვითარცა იხილა სვიმონ–პეტრე, შეუვარდა მუხლთა იესოისთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!" 

სვიმონ–პეტრემ როცა ნახა, რაც მოხდა, დაეცა მუხლებზე იესოს ფეხებთან და უთხრა: გადადი, უფალო, ჩემი ნავიდან, რადგან ვარ კაცი ცოდვილი და არ ვიმსახურებ ამ ყოველივეს. ეს არის პეტრეს ერთ–ერთი პირველი გულისხმიერი, უზაკველი აღიარება. მან უსაზღვრო სიწმიდის წინაშე აღიარა საკუთარი უღირსება, ეს არის მაგალითი ნებისმიერი ქრისტიანისთვის, თუ რამდენად ვგრძნობთ საკუთარ უღირსებას ღვთის, შემოქმედის წინაშე. 

9. "რამეთუ განკვირვებამან შეიპყრა იგი და ყოველინი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს". 

რადგან გაკვირვებისგან იყვნენ გაოგნებულები, შოკში იყო პეტრეც და ისინიც, ვინც ნახეს დღევანდელი თევზაობის შედეგი. 

10. "ეგრეთვე იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სვიმონისნი. და იესო ჰრქუა სვიმონს: ნუ გეშინინ, სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე". 

იგივე ხდება ზებედეს შვილების, იაკობის და იოანეს თავს, რომლებიც იყვნენ პეტრესთან ერთად თვითმხილველნი იმისა, რაც მოიმოქმედა იესომ, მიუბრუნდა პეტრეს იესო და ყველას გასაგონად მოუწოდა: ამიერიდან თევზებზე მონადირე კი აღარ იქნები, არამედ – ადამიანებზე, ადამიანთა სულებზე. 

11. "და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას". 

შემდეგ უკვე, როცა ნავები მოიყვანეს ნაპირთან, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მაცხოვარს. 

ამის შემდეგ იწყება სასწაულების მთელი ნაკადი, რომლებიც უფალმა მოიმოქმედა მოწაფეებთან ერთად. ჯერ იყო და კეთროვანი გამოაჯანმრთელა, შემდეგ სისხლმდინარე და კიდევ ვინ მოთვლის უფლის სასწაულებს. 

წმიდა მოციქული იაკობი იყოს მეოხი ყოველი ჩვენგანის, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ!
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 624 | დაამატა: ZaZa | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი ?

javascript:;
სულ პასუხია: 34
საიტის მეგობრები
Urbnis-Ruisi.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
ყველა უფლება დაცულია ! © 2024
Create a free website with uCoz